საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ამბასადორი ჯგუფმა სასტუმროს ახალი ფლიგელი და რესტორანი მოზაიკო გახსნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერასა და მათ გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, ამბასადორი ჯგუფმა სასტუმროს ახალი ფლიგელი და განახლებული რესტორანი მოზაიკო გახსნა.
ამბასადორი ჯგუფი სტუმარ-მასპინძლობის სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების ქართული კომპანიაა, რომელიც 2004 წელს დაარსდა. ის აერთიანებს სასტუმროებს —ამბასადორი კაჭრეთი, ამბასადორი თბილისი, ამბასადორი გოდერძი, ამბასადორი აკადემია, ხელოვნური კუნძულის პროექტ — ამბასადორ აილენდ ბათუმს, მეღვინეობა ქებურიას, რესტორან ამბასადორს ბათუმში და ახლა უკვე განახლებულ რესტორნებს — მოზაიკოსა და მოზაიკო ტერასას.
“2023 წლის მარტში, სასტუმრო ამბასადორში მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარი სასტუმროს ნომრების ნაწილი და რესტორანი მოზაიკო 1,5 წლიანი დაუღალავი შრომისა და ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უკვე სრულიად აღდგენილია. განახლებული მოზაიკო უკვე სხვა კონცეფციის სივრცეა, რომელიც აზიურ რესტორანსა და ტერასას აერთიანებს. განახლებული ინტერიერის მოზაიკოში მთავარი იდეა სტუმრებისთვის უზადო გასტრონომიული გამოცდილების მიღებაა. სტუმრებს რესტორანში აზიური კერძები დახვდებათ, ხოლო ტერასაზე განსხვავებული მენიუ, ფერადი ბარი და ულამაზესი პანორამული ხედები ძველ თბილისზე. შესაბამისად, მოზაიკო იქცა ადგილად, სადაც ადამიანები ყველა სფეროდან იკრიბებიან, არა მხოლოდ განსაკუთრებული კულინარიული გამოცდილებისთვის, არამედ განტვირთვისა და ჰარმონიისთვის. თითოეული სტუმარი თუ თანამშრომელი, დიდი მოზაიკის შემადგენელი უნიკალური ნაწილია. საქართველოს ბანკი 2012 წლიდან ჩვენი საიმედო პარტნიორია და აქამდე არაერთი ინიციატივა განგვიხორციელებია ერთობლივად. ვიმედოვნებთ, სამომავლოდ კიდევ არაერთ საინტერესო და ქართული სტუმარ-მასპინძლობის სფეროსთვის მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, — განაცხადა ამბასადორის აღმასრულებელმა დირექტორმა, თეა ცხვიტავამ.
“საქართველოს ბანკისთვის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამბასადორი ჯგუფთან 10 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი საერთო პროექტი განგვიხორციელებია. აღსანიშნავია ბოლოდროინდელი ამბასადორი აკადემიისა და ამბასადორი კაჭრეთის ახალი შენობის მშენებლობა. ამჯერად კი, ამბასადორი თბილისში ახლახან გახსნილი სასტუმროს ფლიგელი და განახლებული რესტორანი მოზაიკო. როგორც ყველასთვის ცნობილია, სასტუმროს ნაწილი და რესტორანი 2023 წელს ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა ამიტომაც, ეს ორი პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. სასიხარულოა, როდესაც ჩვენი პარტნიორი ბიზნესები არ ჩერდებიან და მუდმივად ცდილობენ როგორც ქალაქისთვის, ქვეყნისთვის ახალი ტურისტული პროექტების განხორციელებას რაც, როგორც შიდა, ისე უცხოელი ტურისტების მოზიდვასა და საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებასა და მათი ინიციატივების მხარდაჭერას“, — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლალი ყელაურაძემ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები