"უცხოური ძალა იყო, საბჭოთა არმია აბა ვინ იყო? ჩვენი შინაურები იყვნენ?" — კალაძის განმარტება "უცხოურ ძალაზე"?
"ის, რაც მოხდა, ის უბედურება, რაც დაგვატყდა, უცხოური ძალა იყო, საბჭოთა არმია აბა ვინ იყო? ჩვენი შინაურები იყვნენ?" — ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, ირაკლი კობახიძის 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.
"რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, "უცხოური ძალა" ნიშნავს იმას, რასაც დღეს წარმოადგენს უცხოური ძალა დღევანდელი რადიკალების სახით, რომლებიც არიან გამარგინალებულები. ის რაც მოხდა, ის უბედურება, რაც დაგვატყდა, უცხოური ძალა იყო, საბჭოთა არმია აბა ვინ იყო? ჩვენი შინაურები იყვნენ? მარტივად გასაგებია, საბჭოთა არმია როგორ იქნებოდა ჩვენი, საკუთარი? საბჭოთა არმია იყო საბჭოთა არმია, რაც მოხდა, იყო ძალიან მძიმე. მივიღეთ სრული კატასტროფა, უამრავი ადამიანი დაიღუპა, თუმცა მეორე მხრივ, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და უდიდესი სტიმული იყო ბევრი ადამიანისთვის მაშინ გადადგმული ეს ნაბიჯი.
უცხოურ ძალას ყოველთვის ჰქონდა ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით თავისი ინტერესები. არ იფიქროთ, რომ აქ ამერიკელი ან ევროპელი ჩამოვა და ქართველის გასაკეთებელს ის გააკეთებს. ბევრი რაღაცები იფუთებოდა, რომ ვითომ რა კეთილ საქმეებს აკეთებს და რა "კეთილი ბიძიები" არიან, მაგრამ ამის უკან, ბოლო წლებში კარგად გამოაშკარავდა ყველაფერი — სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობა, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება, საიდან მოდიოდა ეს თანხები? ხომ ვერ შემახსენებთ ვინ იყვნენ ეს ორგანიზაციები და ვინ იყო ამის უკან? ხომ ვერ მეტყვით? ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს 6 მლრდ დახმარება საქართველოსთვის, ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაში აქვს დახარჯული 6 მლრდ დოლარი. აშშ არის ზესახელმწიფო, უძლიერესი სახელმწიფო. იმით კი არ უნდა დავკმაყოფილდეთ, 6 მლრდ დოლარი 30 წლის განმავლობაში რომ დახარჯეს, უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის. ამ აგენტურით, რომელიც იქმნებოდა წლების განმავლობაში ორ კაპიკს გადმოაგდებდნენ და ამით თურმე უნდა ვყოფილიყავით კმაყოფილები", — განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 აპრილს, 9 აპრილთან დაკავშირებულ განცხადებაში ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "9 აპრილს უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ", მან ამ ტექსტში 6-ჯერ ახსენა "უცხოური ძალა" და არც ერთხელ რუსეთი.
- რატომ დაიწერა 9 აპრილთან დაკავშირებულ განცხადებაში "უცხოური ძალა? — პაპუაშვილის პასუხი
- ღამის თევა, პარაკლისი ზარების გარეშე, "უცხო ძალა", პროვოკატორები — 36-ე 9 აპრილის ქრონიკა
- "36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე ქართველები ისევ ქუჩაში დგანან" — სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პარლამენტში
- "ჩვენი გმირების სულები ჩვენგან ალბათ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ" — ირაკლი კობახიძე 9 აპრილის მემორიალის ნაცვლად სამებაში წავიდა
- "თავდაცვის მინისტრიც ვერ ბედავს სიტყვა "რუსი" გამოიყენოს 9 აპრილთან" — ზურაბიშვილი, ირაკლი კობახიძის შემდეგ, ირაკლი ჩიქოვანსაც აკრიტიკებს
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები