რატომ დაიწერა 9 აპრილთან დაკავშირებულ განცხადებაში "უცხოური ძალა? — პაპუაშვილის პასუხი
ჟურნალისტის კითხვაზე — "უცხო ძალა" რა ტერმინია, ვის გულისხმობთ და თქვენ არ იცით, რომ საბჭოთა არმიამ განახორციელა ეს დარბევა?", ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ იდეოლოგიის ნაწილია ის, რომ ადამიანებს მხოლოდ ორი სიტყვის გაგონება სურთ: რუსეთის და ევროპის.
"ეს უნდა გესწავლათ სკოლაში და ამაზე თუ ვინ კითხვებს სვამს, რა მოხდა და როგორ მოხდა, ესაა პრობლემა", — განაცხადა პაპუაშვილმა.
"ესეცაა ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია, რასაც ცდილობენ, ამ სამშობლოდაკარგული ადამიანების ხელით აკეთონ – ბინარული აზროვნება, როდესაც ადამიანებს უნდათ მხოლოდ ორი სიტყვის გაგონება: რუსეთის და ევროპის. სხვა შინაარსში ხომ არ ერკვევიან საერთოდ არაფრის. არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი-შავი, რუსეთი-ევროპა. სხვა ნაბიჯის გადადგმის და აზროვნების შესაძლებლობა მათ არ აქვთ. ეს ისტერიაც ამის მაჩვენებელი და მკვებავია, ადამიანები აზროვნებენ ბინარულად, უფრო სწორად, რეაგირებენ თრიგერებზე, გამაღიზიანებლებზე, სიტყვებზე, რომლებიც მათ უნდათ, მოისმინონ. 1989 წელს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც ეს ჩვენი თვალით ვნახეთ, ძალიან კარგად ვიცით, ვინ მოდიოდა იქ ნიჩბებით, ვინ აგვიჩეხა ჩვენ ახალგაზრდები და ასაკოვნები და კარგად ვიცით, ვინ იდგა იქ — საბჭოთა არმია, რომელიც რუსული იმპერიის გაგრძელება იყო. ეს უნდა გესწავლათ სკოლაში და ამაზე თუ ვინ კითხვებს სვამს, რა მოხდა და როგორ მოხდა, ესაა პრობლემა", — განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 აპრილს, 9 აპრილთან დაკავშირებულ განცხადებაში ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "9 აპრილს უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ", მან ამ ტექსტში 6-ჯერ ახსენა "უცხოური ძალა" და არც ერთხელ რუსეთი.
- "თავდაცვის მინისტრიც ვერ ბედავს სიტყვა "რუსი" გამოიყენოს 9 აპრილთან" — ზურაბიშვილი, ირაკლი კობახიძის შემდეგ, ირაკლი ჩიქოვანსაც აკრიტიკებს
- "ჩვენი გმირების სულები ჩვენგან ალბათ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ" — ირაკლი კობახიძე 9 აპრილის მემორიალის ნაცვლად სამებაში წავიდა
- სალომე ზურაბიშვილი: სირცხვილი თქვენ — საქართველოს ე.წ. მთავრობა, "რუსები" იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა "უცხო ძალა"
- ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის განცხადებაში "უცხოური ძალა" 5-ჯერ ახსენა, რუსეთი — არც ერთხელ
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
კომენტარები