უფლებადამცველ ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს
18 მარტიდან, უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს — ამის შესახებ Clooney Foundation for Justice-ს ფეისბუქ-პოსტში ვკითხულობთ.
"საქართველოში, სადაც 2024 წლის ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში ყოველდღიურად მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება, ხელისუფლება ახორციელებს დემონსტრაციების ჩახშობას — აპატიმრებს მომიტინგეებს, მიზნად ისახავს ჟურნალისტებს და იყენებს პოლიციის ძალადობას კრიტიკოსების გასაჩუმებლად.
2025 წლის 18 მარტიდან TrialWatch ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს. ამაღლობელმა ჯილდოს მფლობელი მედიასაშუალებები ბათუმელები და ნეტგაზეთი დააარსა და ერთ-ერთია იმ მრავალ ჟურნალისტს შორის, რომელიც საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ გახდა სამიზნე. მედიის მუშაკებზე 90-ზე მეტი თავდასხმა დაფიქსირდა, ხოლო მთავრობა მედიის თავისუფლების ახალ შეზღუდვას აწესებს.
ამაღლობელს სამჯერ უთხრეს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი და როგორც ინფორმაცია ვრცელდება ემუქრებოდა და შეაფურთხა პოლიციის მაღალჩინოსანმა. მის დაკავებაზე პროტესტის ნიშნად ამაღლობელმა 38-დღე იშიმშილა," — ვკითხულობთ ფონდის განცხადებაში.
TrialWatch არის კლუნის ფონდის ინიციატივა, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ცოლ-ქმრის, ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი 40-ზე მეტ ქვეყანაში უფასოდ იცავს სიტყვის თავისუფლებასა და ქალთა უფლებებს. ფონდის დახმარებით ათობით ჟურნალისტი გაათავისუფლეს და ათასობით ქალმა მიიღო უფასო იურიდიული მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, 18 მარტს, 14:00-ზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის პროცესი გაიმართა. მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებით საქმის არსებითი განხილვა 31 მარტს გადაიდო.
მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
სუს-მა ბირთვული მასალის "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს სუს-მა ბირთვული მასალის "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
კომენტარები