როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?
ფოტო: Nanofilter
როდესაც საუბარია წყლის ფილტრებზე, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებელი სხვადასხვა დამუშავების ტექნოლოგიას საჭიროებს; არც ერთ ტექნოლოგიას შეუძლია თანაბარი წარმატებით ებრძოლოს წყლის ხარისხთან დაკავშირებულ ბუნებრივ, თუ ადამიანის გავლენით გამოწვეულ ყველა პრობლემას.
შესაბამისად, პირველ რიგში, წყლის ფილტრი და მისი ტექნოლოგია უნდა შევარჩიოთ სწორედ იმის მიხედვით, თუ რა მინერალებითა და დამაბინძურებლებით გაჯერებული წყალი მოედინება ჩვენს ონკანში. ამისათვის, შეგიძლიათ მოიკვლიოთ და გამოითხოვოთ წყლის ხარისხის შესახებ თქვენს რეგიონში საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან თავად აიღოთ წყლის ლაბორატორიული ანალიზი.
წყლის ფილტრები და მისი ტექნოლოგიები
საყოფაცხოვრებო მოხმარების წყლის ფილტრები წმენდის ტექნოლოგიის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ, მნიშვნელოვანია სწორი არჩევანი გააკეთოთ სწორედ იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც თქვენს სახლში არსებულ ონკანიდან გამოსულ წყალს შეიძლება პოტენციურად ახასიათებდეს. საქართველოში, და არა მხოლოდ, საკუთარი სახლისა და მრავალსართულიანი ბინისათვის განკუთვნილი წყლის დამუშავების რამდენიმე ტექნოლოგიაა გავრცელებული:
- გააქტიურებული ნახშირბადის ფილტრი;
- უკუოსმოსის ფილტრი;
- წყლის UV ფილტრი;
- ქლორირება;
- ოქსიდაცია და ფილტრაცია;
- აერაცია;
- დისტილაცია;
მთლიანობაში კი, საყოფაცხოვრებო წყლის გამწმენდი ტექნოლოგიების უმეტესობა შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად კატეგორიად:
- მემბრანული ფილტრაცია
- ადსორბცია
- იონის გაცვლა
- დეზინფექცია
წყლის მემბრანული ფილტრები
ის, თუ რომელ დამაბინძურებლებს გაფილტრავს წყლის მემბრანული ფილტრი, დამოკიდებულია ფილტრის ფორების ზომაზე. ფორების ზომები, თავის მხრივ, 0,1 მიკრონიდან 0,0001 მიკრონამდე მერყეობს. ისეთი დაშლილი მინერალების მოცილება, როგორიცაა კალციუმი და მაგნიუმი, უმცირეს ფორებს (0,0001 მიკრონამდე) მოითხოვს, ხოლო უფრო დიდი მიკროპლასტიკების მოცილება (5 მიკრონამდე) ბევრად უფრო დიდი ფორებითაა შესაძლებელი.
წყლის ადსორბციული ფილტრები
ადსორბციული ფილტრები — განსაკუთრებით გააქტიურებული ნახშირბადი — ძალიან მრავალფუნქციურია და გამოიყენება ისეთ ფართოდ გავრცელებულ წყლის გამწმენდ მოწყობილობებში, როგორიცაა წყლის ფილტრი დოქი. ადსორბციული ფილტრების გამოყენებისას, როდესაც წყალი გაედინება ფილტრში, დამაბინძურებლები ეკვრება ფილტრის შიგთავსს და შესაბამისად, იგი ეფექტურად აკავებს მათ. მსგავსი წყლის ფილტრი შექმნილია დამაბინძურებლების ფართო სპექტრის გასანეიტრალებლად. ხოლო, ის, თუ კონკრეტულად რა ტიპის დამაბინძურებლებს (მათ შორის: მძიმე ლითონებს, ორგანულ ნაერთებს და ა.შ.) გაფილტრავს მოწყობილობა, დამოკიდებულია ფილტრის შიგთავსზე.
იონური ცვლის წყლის ფილტრები
იონური ცვლის წყლის ფილტრები, რომლებიც ძირითადად წყლის შესვლის წერტილის (point-of-entry) სისტემებად მოიხსენიება, ფისისგან დამზადებულ ბურთულებს შეიცავს, რომელთა ზედაპირზე იონებია მიმაგრებული. როდესაც დაბინძურებული წყალი ფისთან კონტაქტში შედის, ბურთულებზე არსებული იონები იცვლება წყალში არსებული არასასურველი იონებით. მაგალითად, წყლის დამარბილებლები არის კათიონთა მიმოცვლის ერთ-ერთი ტიპი, რომლებიც წყლის სიხისტის გამომწვევ იონებს, როგორიცაა კალციუმი და მაგნიუმი, ნატრიუმით ან კალიუმით ცვლიან.
დეზინფექცია
წყლის დეზინფექციის ტექნოლოგიები მხოლოდ მიკრობული რისკების აღმოსაფხვრელად გამოიყენება და მათი გამოყენება მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც წყალში ბაქტერიები და სხვა მიკროორგანიზმებია აღმოჩენილია. ამ კუთხით, მსოფლიოში გავრცელებული დეზინფექციის ტექნოლოგიებია ულტრაიისფერი (UV) დეზინფექცია და ქლორირება.
რომელი წყლის ფილტრი არის თქვენთვის საუკეთესო?
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, თქვენთვის საუკეთესო წყლის ფილტრი დამოკიდებულია თქვენს საცხოვრებელს სახლში მომდინარე წყლის ხარისხსა და პირად საჭიროებებზე. სხვადასხვა გამწმენდი ტექნოლოგია განსხვავებული დამაბინძურებლების მოცილებისთვის გამოიყენება და თითოეულ მათგანს თავისი უპირატესობები და შეზღუდვები ახასიათებს.
თუ თქვენი მთავარი პრობლემა წყლის ქლორის გემო ან სუნია და თან, ყველაზე მარტივი გამოსავალი გსურთ იპოვოთ, მაშინ საუკეთესო ვარიანტი წყლის ფილტრი დოქია. ბაზარზე არსებული პროდუქციიდან, ზოგიერთი ასევე უფრო სერიოზულ დამაბინძურებლებსაც აშორებს, მაგალითად, როგორიცაა ტყვია და PFAS.
თუ უფრო რთული დაბინძურება გაწუხებთ — მაგალითად, მძიმე მეტალები, PFAS, ან დეზინფექციის შედეგად წარმოქმნილი ნაერთები (DBPs, როგორიცაა ტრიჰალომეთანები და ჰალოაცეტატური მჟავები), მაშინ სასურველია უფრო კომპლექსური სისტემები შეიძინოთ, როგორიცაა უკუოსმოსი ან იონთა მიმოცვლის ფილტრი.
და ბოლოს, თუ გსურთ სრულად გააუმჯობესოთ თქვენი სახლის წყლის ხარისხი, ამ შემთხვევაში, უმჯობესია განიხილოთ მთლიანი სახლის წყლის ფილტრაციის სისტემა. მსგავსი ფილტრები სრულად წმენდენ თქვენს სახლში შემოსულ წყალს და საჭიროებენ პროფესიონალურ მონტაჟს, რასაც Nanofilter-ის პროფესიონალთა გუნდი სწრაფად და მარტივად მოგიგვარებთ.
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
-
საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა. საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
გადახედვა
კომენტარები