შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

7 Mar. 2025, 14:03

"კაცური და მამაცური საზღვრის კვეთა რა არის. გასაგებია, საზღვარს რომ კვეთს ადამიანი, ასე დამცირებულად აკეთებს... ლიტერატურაშიც ასეა აღწერილი, ჯერ კიდევ "ყვარყვარეს" დროიდან ვიცით ეს ამბები, შემდეგ სააკაშვილმა გაიმეორა ეს ყველაფერი და ახლა ბაჩიაშვილი ვნახეთ. ეს ერთადერთი რამის მაგალითია, თუ რამხელა კრიმინალური ენერგია ჰქონია ამ ადამიანს. ამდენი ხანი გეგმავდა. ვინმეს ეჭვი ეპარება მის კრიმინალობაში სხვა საქმეებთან დაკავშირებით?! ვნახეთ, ადამიანს როგორი კრიმინალური ენერგია ჰქონია. გაირკვა, რომ მანქანა აყიდინა, თავად გადააკეთა. ასეთი გეგმები რომ ჩამოაყალიბა, ამით საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცა ჩვენება სხვა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, რომ კი, რა თქმა უნდა, იზამდა იმას, რასაც პროკურატურა ედავება.

ასე ცივსისხლიანად დაგეგმავდა იმ ადამიანის ღალატს, ზურგში დანის ჩარტყმას და მოტყუებას, რომელმაც, როგორც იტყვიან, კაცად აქცია და გზაზე დააყენა. სადაც ასეთი კრიმინალური ენერგია აქვს ამ ადამიანს, იზამდა.

კიდევ ერთი მხილებაა ჩვენი ოპოზიციის არიფობის. იცით, რომ გმირად გამოაცხადეს ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა, რომ რუსეთის მოქალაქეა. თავად რომ ჰკითხოთ, გაკარება არ უნდათ, რაც „რ“ ზე იწყება არაფერი მოსწონთ, აღიზიანებთ და რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა [გიორგი ბაჩიაშვილი]. ოპოზიციას რომ აფინანსებდა და ამით ამაყობდა, იმ დროს გეგმავდა კრიმინალს. სალომე ზურაბიშვილი მას გადაეხვია აქციაზე, თუ ასე შემდეგ, ოპოზიციამ ჩაიხუტა ჩვეულებრივი კრიმინალი ადამიანი. "ბაჩიაშვილები" და "კეზერაშვილები" ყველა საზოგადოებაში იქნებიან, კარგია, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ და ბევრი დეტალი გავიგეთ".

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული

ქართული ოცნების დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ…