შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

1 მარ, 2025

"რის ახსნას და შეგონებას ვცდილობთ სამი წელია რადიკალური ოპოზიციისთვის, მათი გამომყენებელი უცხოელებისთვის და მთლიანად ოპოზიციური ელექტორატისთვის?
2022 წლის 24 თებერვალს ომი არამხოლოდ უკრაინაში, მთლიანად რეგიონში დაიწყო, როგორც მინიმუმ. ამ ომის კონტექსტი ჩვენზეც ვრცელდება.

ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ვუშვებდით ომის დაწყების ალბათობას, ვვარაუდობდით მის შესაძლო განვითარებას და მის ზეგავლენას საქართველოზე, ერთადერთ სწორ და მტკიცე გადაწყვეტილებამდე მივიდა — საქართველო არ უნდა გახდეს მიმდინარე ცხელი თუ ჰიბრიდული ომის მონაწილე არცერთ ასპექტში და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ნებისმიერ ფასად.

პარალელურად, საქართველომ დაგმო რუსული აგრესია, დაგმო ომი, მოუწოდა მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ, მხარი დაუჭირა უკრაინას, მიიღო დევნილები, გაუგზავნა ჰუმანიტარული
დახმარება, საქართველოს საელჩო იყო კიევში დარჩენილი ბოლო დიპლომატიური მისია…
ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები (თუმცა, არავის მივეცით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა), არ გავგზავნეთ მოხალისე-მეომრები ფრონტზე, არ გავზარდეთ ესკალაცია და არ გავამძაფრეთ რიტორიკა... რიტორიკა, როგორც გუშინ თეთრ სახლში დავინახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა.

ომიდან სამი წლის თავზე ევროპელ ლიდერებს არ აქვთ გეგმა, როგორ აპირებენ მიმდინარე წვეთოვანი დახმარებით უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხებას. რა რესურსი, დრო და სიცოცხლე დასჭირდება ომში გამარჯვებას? ეს კითხვა უპასუხოა. მხოლოდ გვესმის რომ დახმარება უნდა გაგრძელდეს.

ამ ომის საკვანძო მოთამაშეა ამერიკის შეერთებული შტატები. ახალმა ადმინისტრაციამ ომის დასრულების მტკიცე დაპირებით მიიღო ხალხის მანდატი. უკეთესია ეს ომი დასრულდეს ამერიკის მონაწილეობით, რომელიც უკრაინას დაიცავს, ვიდრე მის გარეშე. თუკი აშშ პროცესს გაეთიშება, ევროპა და უკრაინა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩება.

ასეთია მსოფლიო პოლიტიკა. ამგვარი ამბები ადრეც მომხდარა და კიდევ ბევრჯერ მოხდება. ქვეყნებს აქვთ თავიანთი ინტერესები და შესაბამისად მოქმედებენ, ითვლიან, ანგარიშობენ, შესაბამისად ეწყობიან.

საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მცოდნემ იცის ეს, ქვეყნის პასუხისმგებლიანმა ლიდერებმა იციან ეს, განათლებულმა ადამიანებმა იციან ეს, ვინც არ იცოდა, კარგად დაინახა. გაიგო ყველამ, გარდა ვისი? ქართული ოპოზიციური სპექტრისა.

ომის დაწყებიდან სამი წლის თავზე, ნაცვლად იმისა რომ საქართველოს ხელისუფლების შორსმჭვრეტელი და გონივრული პოლიტიკა თუ არ აღიარონ, გაჩუმდნენ მაინც, თეთრ სახლში აშშ-უკრაინის მძიმე შეხვედრის ფონზე, ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რადიკალური ოპოზიციის, უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამჩატება.

კიდევ ერთხელ გაგვახსენდა ამ ხალხის სამი წლის წინანდელი უმწიფარი პოსტები სოცქსელებიდან და ჰოლივუდური ესთეტიკის კადრები რუსთაველიდან. ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე მძიმე პროცესების კინოსერიალივით ყურება ოპოზიციური სპექტრის მთავარი მახასიათებელი გახდა.

ამ დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ხალხია, ვისი ხელისუფლებაში დასმაც სურს ზოგიერთ რეგიონ-რეგიონ მოსიარულე დიპლომატს. გასაგებია რატომ. სამი წლის წინ ხელისუფლება საკუთარ ჭკუაზე ვერ ატარეს, ამჩატებული უმწიფრების მართვა კი ადვილია."

ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის მომხდარ შელაპარაკებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ჩვენ უბრალოდ შოკირებულები ვართ" — თემურ თათარაშვილი ერეკლე გეწაძის მიერ რუსეთის დროშის შეურაცხყოფაზე12596 ნახვა
  2. სენატორი სტივ დეინსი: "მკაცრად მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან"6017 ნახვა
  3. გენპროკურორმა გაბიტაშვილმა პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საქმეების პროკურორები დააჯილდოვა4021 ნახვა
  4. სალომე ზურაბიშვილი: ახალი სპეციალობა გაჩნდა მედიცინაში — "პოლიციელ" დგებუაძეს სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა3049 ნახვა
  5. დაკავებამდე ერთი დღით ადრე, The Guardian-მა გიორგი ბაჩიაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა — რას წერს ბრიტანული გამოცემა?2166 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ნახეთ: ახალ ფილმში ჰელენ მირენი და პირს ბროსნანი პენსიონერი გამომძიებლები არიან (ტრეილერი)

როცა პატარა სოფელში პენსიაზე გადიხარ, სადარდებელი და საფიქრალი ბევრი აღარაფერი გრჩება. ასე რომ, თავშესაქცევად ალბათ…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~