სად შეგიძლიათ, იპოვოთ ყველა საჭირო სერვისი თქვენი ბიზნესისთვის
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ციფრული პლატფორმებით, მრავალფეროვანი პროექტებით და მასშტაბური ღონისძიებებით ყოველთვის ცდილობს, ხელი შეუწყოს ბიზნესს ყოველდღიური ოპერაციების გამარტივებაში, დაეხმაროს სტარტაპებს განვითარებაში და მისცეს ახალი შესაძლებლობები ადგილობრივ მეწარმეებს.
იმისთვის, რომ ნებისმიერი ბიზნესისთვის საჭირო სერვისის თუ პროდუქტის მოძიება მაქსიმალურად მარტივად, ერთ სივრცეში იყოს შესაძლებელი, შეიქმნა ბიზნეს 360° — ციფრული პლატფორმა, სადაც გაერთიანებულია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.
მარტივი ინტერფეისითა და ფილტრაციის ფუნქციით რამდენიმე წამში იპოვით იმას, რასაც ეძებთ ან წააწყდებით სრულიად ახალ და საინტერესო შეთავაზებას. ასევე გაეცნობით ბლოგებს წარმატებული ბიზნესების, მეწარმეების, ახალი ფუნქციონალებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ.
ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილოთ, მაინც რა დაგხვდებათ ბიზნეს 360° პლატფორმაზე:
შეთავაზებები
ამ კატეგორიაში თქვენთვის საჭირო შეთავაზების პოვნას რამდენიმე წამში შეძლებთ და არ აქვს მნიშვნელობა, ინდმეწარმე ხართ, სტარტაპერი თუ მცირე ან საშუალო ბიზნესის მფლობელი.
მაგალითად, თუ ონლაინმაღაზია გაქვთ, დაგაინტერესებთ შეთავაზება Wolt Drive-სგან: საქართველოს ბანკის მომხმარებლები ისარგებლებენ სპეციალური პირობებითა და ფასდაკლებებით მიტანის სერვისებზე, რაც სერვისებსა და პროდუქტების კმაყოფილების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
მცირე და საშუალო ბიზნესი ზოგჯერ ვერ ახერხებს ბიზნესის ეფექტიანად ოპერირებისთვის საჭირო კადრების აყვანას, ასეთ დროს კი ყველაზე მოსახერხებელია აუთსორსინგ ან საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობა. ბიზნესის სივრცეში ბევრ მსგავს წარმატებულ კომპანიას წააწყდებით, მაგალითად, საკონსულტაციო კომპანია "ფინანსური ლაბორატორია” საქართველოს ბანკის მომხმარებლებს 35%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ნებისმიერ შერჩეულ სერვისზე: ფინანსური ანგარიშგება და ანალიზი, ფინანსური პროცესის ოპტიმიზაცია, ბიუჯეტირება და პროგნოზირება და ა.შ
განათლება
აქ აღმოაჩენთ უფასო ბიზნესკურსებს, გაეცნობით მნიშვნელოვან კვლევებს, რეპორტებსა და რჩევებს, გექნებათ შესაძლებლობა დაესწროთ შემეცნებით ვებინარებს. ბიზნესკურსებს უძღვებიან გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ვიდეოლექციების ფორმატში ნებისმიერი მსურველისთვის აზიარებენ თანამედროვე ბიზნესისთვის აქტუალურ ინფორმაციას.
მაგალითად, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, ნანა დიხამინჯია, ხელმძღვანელობს კურსს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ, რომლის მეშვეობითაც გაიგებთ, როგორ შექმნათ მარკეტინგული მასალები ChatGPT-ის, Gemini AI-ის ან სხვა პლატფორმების დახმარებით; ინჟინერიის დოქტორის, გიორგი დათუკიშვილის, კურსზე ისწავლით როგორ გამოიყენოთ MS Excel ბიზნესის ეფექტიანად სამართავად.
ღონისძიებები
პლატფორმაზე იპოვით დაგეგმილ ვორქშოპებსა და ვებინარებს, გაეცნობით გასულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. ვებინარები და შეხვედრები საუკეთესო საშუალებაა მნიშვნელოვანი ბიზნეს პარტნიორების მოძიებისთვის, ახალი, საინტერესო ადამიანების გაცნობისა და იდეების გაზიარებისთვის. გასული წლის ვებინარებზე მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი, პირადი ინვესტიცია, სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვის პრინციპები და მათი გავლენა კომპანიის ფინანსურ შედეგებზე.
პროექტები
პროექტების კატეგორიაში წარმოდგენილია საქართველოს ბანკის ყველა აქტიური პროექტი და პროგრამა ბიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის. მაგალითად, აქ დეტალურად გაეცნობით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ხორციელდება; ბუღალტერიის განვითარების პროგრამას, რომელიც მონაწილეებს ბუღალტრული პროცესების გამართვასა და გაციფრულებაში ეხმარება.
ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, ახლა იწყებთ ბიზნესს თუ უკვე გამოცდილი მეწარმე ხართ, ციფრულ სივრცეში ბიზნეს 360° აუცილებლად იპოვით შესაძლებლობას სამეწარმეო უნარებისა და ბიზნეს ოპერაციების გაძლიერებისთვის.
თვალი ადევნეთ ვებგვერდს და არ გამოგრჩეთ თქვენი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები