"ეს ჟურნალისტიკა კი არა, ბულინგია" — მილი ბობი ბრაუნი თავის გარეგნობაზე კრიტიკას ეხმაურება
ფოტო: Etienne Laurent / Shutterstock
მილი ბობი ბრაუნი თავის გარეგნობასთან დაკავშირებულ კრიტიკას ეხმაურება. ბრიტანელმა მსახიობმა, რომელსაც მეტწილად ნეტფლიქსის Stranger Things-ში მონაწილეობით იცნობენ, ინსტაგრამზე თითქმის სამწუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა და მედიაში მის შესახებ დაწერილი სტატიები განიხილა.
ბრაუნის თქმით, ეს პრობლემა ეხება მხოლოდ მას კი არა, არამედ "ყველა გოგოს, რომელიც საზოგადოების თვალწინ იზრდება". მსახიობი 10 წლის იყო, როცა საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა.
"მთელი მსოფლიოს თვალწინ გავიზარდე, თუმცა, რატომღაც, ხალხი ჩემთან ერთად არ გაზრდილა", — ამბობს ბრაუნი, — "ისე იქცევიან, თითქოს, დროში უნდა გავყინულიყავი და ისევ ისე გამოვიყურებოდე, როგორც Stranger Things-ის პირველ სეზონში. და რადგან ასე არაა, ახლა სამიზნედ ვიქეცი".
მსახიობმა ვიდეოში წაიკითხა სხვადასხვა გამოცემის მიერ მისი გარეგნობის ცვლილებაზე დაწერილი სტატიების სათაურები და მათი ავტორების სახელები.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ზრდასრული ჟურნალისტები თავიანთ დროს ჩემი სახის, სხეულის თუ გადაწყვეტილებების განხილვას ახარჯავენ", — აღნიშნავს ახალგაზრდა ვარსკვლავი, — "კიდევ უფრო უსიამოვნოა, რომ ზოგიერთი ეს სტატია ქალის დაწერილია. სულ ახალგაზრდა ქალების მხარდაჭერასა და გამხნევებაზე ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ადვილად გაგწირავენ კლიკების გულისთვის".
"ეს ჟურნალისტიკა კი არა, ბულინგია", — ამატებს ბრაუნი.
ფოტო: Axelle/Bauer-Griffin
ჟურნალ Vanity Fair-თან უახლეს ინტერვიუში, მსახიობმა ასევე თქვა, რომ მოზარდობიდან სექსუალიზების მსხვერპლად იქცა, ამის და საკუთარი სხეულის უარყოფითად აღქმის გამო კი 2022 წელს სოციალური ქსელებიც დატოვა.
"არ მოვიხდი ბოდიშს იმის გამო, რომ გავიზარდე", — აცხადებს ბრაუნი ვიდეოში, — "არ მოვიკუნტები მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ხალხის არარეალისტურ მოლოდინებს მოვერგო, რომელიც გოგოს ქალად ჩამოყალიბებას ვერ ეგუება. არ შემრცხვება საკუთარი გარეგნობის ან ჩაცმულობის გამო. იმ საზოგადოებად ვიქეცით, სადაც სხვისი გაკრიტიკება კომპლიმენტის თქმაზე ბევრად ადვილია. მოდით, უკეთ მოქცევა ვცადოთ. მხოლოდ ჩემთვის კი არა, ყველა იმ გოგოსთვის, რომელიც იმსახურებს, ისე იზრდებოდეს, რომ, უბრალოდ, არსებობის გამო გაკიცხვის არ ეშინოდეს".
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები