4 მარტს, 13:00 საათზე, ჭიათურაში, მაღაროელების აქცია გაიმართება
4 მარტს, 13:00 საათზე, ჭიათურაში, მაღაროელების აქცია გაიმართება. შეგახსენებთ, ჭიათურელი მაღაროელები 28 თებერვლიდან აქციებს მართავენ, 4 მარტისთვის კი მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან, რომელსაც ხალხი მთელი მუნიციპალიტეტიდან შეუერთდება.
მაღაროელების თქმით მე-17 დღეა, რაც კომპანია ჯორჯიან მანგანეზი მათ დაპირებულ ხელფასს — 60%-იან ანაზღაურებას არ ურიცხავს.
მშრომელების საინიციატივო ჯგუფის "მაღაროელის" განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აქციის მონაწილეები ინვესტორის წასვლასა და მთავრობას საწარმოს მუშაობაზე პასუხისმგებლობას ითხოვენ. ასევე მათი მოთხოვნაა ჯორჯიან მანგანეზიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით შეიქმნას ფონდი, რომელიც ჭიათურის განვითარებას მოხმარდება.
"1. ვითხოვთ შეხვედრას მთავრობასთან!
2. წავიდეს ინვესტორი! სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა საწარმოს მუშაობაზე.
3. მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით შეიქმნას ფონდი ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის. არ აქვს მნიშვნელობა, მაღაროში დასაქმებულის შვილი იქნება თუ რიგითი ჭიათურელი – ყველამ თანაბრად უნდა იგრძნოს ეს სიმდიდრე!
4. ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება მოსახლეობას.
5. დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს მათივე სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ზარალის დათვლისა და შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის ინტერესები, ხოლო მიყენებული ზიანი სამართლიანად ანაზღაურდეს.
6. ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მკაცრად გაკონტროლდეს ღია კარიერული წესით მოპოვება. მოპოვება უნდა განხორციელდეს ყველა აპრობირებული წესისა და სტანდარტის დაცვით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
თითოეული მოთხოვნა კენჭისყრის პრინციპით დაამტკიცეს იქ მყოფმა გულანთებულმა მებრძოლმა ჭიათურელებმა. ეს მოთხოვნები უპირობოა და უნდა შესრულდეს უკლებლივ ყველა!" — ვკითხულობთ განცხადებაში.
აქციას მოძრაობა ხმაც ეხმაურება და მოქალაქეებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
"წამოდი ჭიათურაში და სხვასაც დაუფინანსე გზა.
4 მარტს, პირველ საათზე, ჭიათურაში გაიმართება ქალაქის საპროტესტო აქცია.
მაღაროელების გამაფრთხილებელ აქციას ქალაქი ბუნებრივად აჰყვა. ჯორჯიან მანგანეზი მაღაროების დროებითი დახურვის პირობებში, მაღაროელებს ანაზღაურების 60%-ს უხდიდა. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ბანკების ვალის გადახდაში იხარჯება იმიტომ, რომ მაღაროელების შრომის ანაზღაურება შეუსაბამოდ დაბალია და ბანკის პროცენტი შეუსაბამოდ მაღალი.
ქართულ ოცნებასთან გადახლართული ჯორჯიან მანგანეზი ხელფასის 60%-საც აღარ იხდის და მაღაროელებს შიმშილისთვის იმეტებს.
როცა უჭირს მაღაროელს — უჭირს ჭიათურას და ქალაქი ქუჩაში გამოდის.
იმისთვის, რომ ჭიათურაში ბევრნი ვიყოთ, გვჭირდება ავტობუსის დაქირავება.
დააფინანსე სოლიდარობის გზა, გაიღე ცოტა, რომ ვიყოთ ბევრნი.
#GE25TB7875945068100002
თიბისი ბანკი, მიმღები ინა ჩარკვიანი," — ნათქვამია მათ განცხადებაში.
აქციის მონაწილეები აცხადებენ მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში, პროტესტის მასშტაბის გაზრდას აანონსებენ.
იანვარში კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. ჭიათურელი მაღაროელების ინფორმაციით, ეს ეხება 5000 თანამშრომელს, რომელთაგან 3000 ჭიათურაში მუშაობს.
"კომპანიას ხელფასის 60% არ დაურიცხავს, რისი ვალდებულებაც გაჩერების შემდეგ მყისიერად წარმოეშვა კოლექტიური შეთანხმების საფუძველზე, სადაზღვევო პაკეტის შენარჩუნებასთან ერთად. თუმცა ამ გაჩერების პერიოდში ინტენსიურად გადიოდა ჭიათურიდან მადანი, ანუ მოპოვებამ მაღაროებიდან ღია კარიერულზე გადაინაცვლა და ამ პრინციპით გაგრძელდება," — ამბობენ მაღაროელები ნეტგაზეთთან.
ცნობისთვის, 2024 წლის მარტში ჯორჯიან მანგანეზში სამთო-მოპოვებითი სამუშოები შეწყდა და კომპანია ღია კარიერული ტიპის მოპოვებაზე გადავიდა. მათი პოზიციაა, რომ საერთაშორისო ბაზარზე, რამდენადაც ფეროშენადნობთა ფასი რეკორდულად დაეცა და მოთხოვნა მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე შემცირდა, კომპანია ისედაც წაგებაზე მუშაობს.
"კომპანია იძულებული გახდა, რომ ის მიმართულებები, რაც წამგებიანი იყო, კერძოდ ჭიათურის მიმართულება, გაჩერებულიყო იანვრის თვეში. მიუხედავად ამისა, შენარჩუნდა ხელფასები 60%-ის ოდენობით," — თქვა რუსთავი 2-ის ეთერში კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები