თავდაცვის სამინისტროდან პროევროპული კურსის მხარდამჭერი 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
დღეს, 25 თებერვალს თავდაცვის აწ უკვე ყოფილმა სამმა თანამშრომელმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ცნობა, რომ ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.
სამივე მათგანი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს და ფეისბუქ პოსტებში აღნიშნავენ, რომ მათ პროევროპული აქციების მხარდაჭერა ხელმძღვანელობამ არ აპატია.
"ამასობაში, თავდაცვის სამინისტრომ კოხტად ჩამაბარა ბრძანება გათავისუფლების შესახებ. რეორგანიზაციის საფუძველზე გაუქმდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილება. სამინისტროში 2017 წლიდან ვმუშაობ ამ მიმართულებით და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მე და ჩემმა განყოფილებამ შევქმენით მთლიანი პრაქტიკა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით. კიდევ შორს წავალ და ეს პრაქტიკა სხვა სამინისტროებსაც მთელი გულუხვობით გავუზიარეთ. როგორც პეტიციის ხელმომწერი, ცოტა შეურაცხყოფილადაც ვიგრძნობდი თავს რომ დავეტოვებინე. ასე რომ #ცეცხლიოლიგარქიას" – წერს ანანო გორგაძე.
"2016 წლის 1 იანვრიდან, 9 წლისა და 2 თვის შემდეგ, აღმოჩნდა რომ თავდაცვის სამინისტრომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების საჭიროება ვერ დაინახა. არასოდეს დამავიწყდება, აქ მოსვლის განცდები და ჩემთვის ღვთაებრივი - 5 ჯვრიანი დროშის ფრიალით გამოხატული დაუსრულებელი ემოციები. ევროატლანტიკური გზა, რომელიც ერთადერთ სწორ გზად მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, იყო ერთ-ერთი მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი ამ კედლებში ყოფნისა - მთელი ამ წლების განმავლობაში. ქვეყნის მთავარი კანონის 78-ე მუხლის ერთგულება და შესაბამისი განცხადების ხელმოწერა, გამოხატავდა ჩემი პრინციპებისა და სახელმწიფოს მიერ არჩეული გზისადმი მტკიცე ერთგულების აქტს და აბსოლუტურად არაფერ სხვას. სამშობლოს ცნება მეტია ვიდრე ხელფასი, ვინც ამავე ემოციით მოხვედით ან ახლა მოღვაწეობთ ამ და სხვა საჯარო სამსახურის კედლებში, დამეთანხმებით. საბჭოთა ოკუპაციის დღეს, დროშები დაშვებულია, მაგრამ მტკიცედ მჯერა ჩვენი ყველაზე ლამაზი და ამაყი დროშა მაინც იფრიალებს სოხუმსა და ცხინვალში, ერთ ცივ არა - თბილ, მზიან დღეს! მადლობა ყველა ჩემ კოლეგას დაუვიწყარი წლებისთვის და იცოდეთ, 1 აგურის დადება ამ ქვეყნისთვის ყველას მოგვიწევს. დიდება გმირებს, დიდება ევროპულ და ევროატლანტიკურ საქართველოს!" – დაწერა მიშა რამაზაშვილმა.
"დღეს ჩავიბარე ბრძანება თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლების შესახებ. ყველანაირი პათეტიკის გარეშე, მქონდა პატივი. ვრჩები ქართველი ხალხის, ევროპული ღირებულებების და საქართველოს საუკეთესო ეროვნული ინტერესების ერთგული. მადლობა ყველა თანამშრომელს გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. #მადლობასამსახურისთვის" – წერს სოციალურ ქსელში მარიამ ობოლაშვილი.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები