მაისის სტუდენტური მოძრაობა : “პოლიცია ბაგების სტუდქალაქში შევიდა”
მაისის სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს. სადაც წერს, რომ 19 თებერვალს პოლიცია ბაგების სტუდქალაქში შევიდა.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციელები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან," — წერია მაისის სტუდენტური მოძრაობის გავრცელებულ განცხადებაში.
სტუდენტური მოძრაობის თქმით, პოლიცია 2023 წელსაც შევიდა სტუდქალაქში, მას შემდეგ, რაც "აგენტების კანონის" პირველი ინიცირების შემდეგ სტუდენტები დემონსტრაციებში აქტიურად მონაწილეობდნენ. მათი თქმით, რამდენიმე თვის წინ სპეცრაზმმა უნივერსიტეტის ტერიტორია მოქალაქეებზე თავდასხმისთვის გამოიყენა.
სტუდენტური მოძრაობა "ქართული ოცნების ხელწერად" აფასებენ სტუდქალაქში პოლიციის შეჭრას.
"ეს ქართული ოცნების ხელწერაა — სტუდენტების სიღარიბისთვის, უთანასწორობის, უქონლობის, შრომით ექსპლუატაციაში ცხოვრებისთვის გამეტება, ამავდროულად კი ამ ჩაგვრაზე პასუხის ნებისმიერი ფორმით გამოხატვის დროს ცემით, დასახიჩრებით და დაპატიმრებით პასუხი," — ვკითხულობთ, სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში.
მოძრაობა ამ ფაქტთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობას უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორატს აკისრებს, რომლებმაც უნივერსიტეტის კარები "ქართული ოცნების სადამსჯელო პრაქტიკებს" გაუღეს.
"პოლიცია ბაგების სტუდქალაქში შევიდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციელები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან.
2023 წელს ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც "აგენტების კანონის" პირველი ინიცირების შემდეგ სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ დემონსტრაციებში, რამდენიმე თვის წინ კი სპეცრაზმმა უნივერსიტეტის ტერიტორია მოქალაქეებზე თავდასხმისთვის გამოიყენა. პოლიცია დღეს კიდევ ერთხელ შედის ბაგების სტუდქალაქში გაუგებარი მიზეზებით.
როგორც ვხედავთ, საუნივერსიტეტო სივრცე ძალოვნების სათარეშო ადგილად იქცა.
ბაგების სტუდენტური საცხოვრებელი საშიშია ცხოვრებისთვის, ვინაიდან აქ არ არსებობს არცერთი საბაზისო პირობა, რომელიც დაკმაყოფილებულია, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან განწირულ სტუდენტებს საკუთარი თავის გადასარჩენად უწევთ დათანხმდნენ ამ უპირობობას,
რადგან ერთადერთი შესაძლებლობა აქვთ არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ და იქნებ როგორმე მოახერხონ განათლების მიღებაც.
მეორე მხრივ სტუდენტები სახელმწიფოს მჩაგვრელი ინსტიტუტების პირისპირ კიდევ უფრო დაუცველები არიან ამ პირობებში. ვინაიდან პოლიცია თავისი ნებით შედის 300 კაციან საცხოვრებელში ისე, რომ არ ასაბუთებს, რატომ აკეთებს ამას, ამავდროულად მათ არ ახლავს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
მეტიც, დასაბუთების თუ ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანხლების დროსაც, პოლიციას არაფერი ესაქმება სტუდენტურ საცხოვრებელში.
ბაგების სტუდქალაქში უღირს და ცხოვრებისთვის საშიშ პირობებთან ერთად სტუდენტები პოლიციური რეიდებით საჩუქრდებიან.
ეს ქართული ოცნების ხელწერაა - სტუდენტების სიღარიბისთვის, უთანასწორობის, უქონლობის, შრომით ექსპლუატაციაში ცხოვრებისთვის გამეტება, ამავდროულად კი ამ ჩაგვრაზე პასუხის ნებისმიერი ფორმით გამოხატვის დროს ცემით, დასახიჩრებით და დაპატიმრებით პასუხი.
რა თქმა უნდა, საუნივერსიტეტო ბიუროკრატია უსუსურია, მეტიც ის ეკონომიკურად და ფიზიკურად მჩაგვრელი სახელმწიფოს პირდაპირი მხარდამჭერი და აგენტია.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორატს, რომლებმაც უნივერსიტეტის კარები გაუღეს ქართული ოცნების სადამსჯელო პრაქტიკებს," — წერია მაისის სტუდენტური მოძრაობის გავრცელებულ განცხადებაში.
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ
გადახედვა
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
კომენტარები