ტრამპის პოლიტიკის გამო, დისნეის პრობლემურ ფილმებზე დართული გაფრთხილების შეცვლა მოუწია
ფოტო: Disney
დისნეის თავის ძველ ფილმებზე დართული გამაფრთხილებელი წარწერის შეცვლა მოუწია. მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა DEI პოლიტიკის გაუქმება დაისახა მიზნად, ცვლილებები გასართობ ინდუსტრიასაც შეეხო.
DEI პოლიტიკა — აბრევიატურა, რომელიც იშიფრება, როგორც "თანასწორობა, სამართლიანობა, ინკლუზიურობა" — დისკრიმინაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად და უზრუნველყოფს მოწყვლადი ჯგუფების თანაბარ რეპრეზენტაციას სამსახურებში, სკოლებსა და სხვა ინსტიტუტებში. DEI ჩარჩოს შემუშავება ჯერ კიდევ წინა საუკუნეში, ჯონ კენედის პრეზიდენტობის პერიოდში, დაიწყო, 2021 წელს კი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მის ფარგლებში რამდენიმე განკარგულება გამოსცა. თუმცა, ინაუგურაციიდან მალევე, ტრამპმა DEI ინიციატივებს "უკანონო და ამორალური დისკრიმინაცია" უწოდა და ამ პოლიტიკის სამთავრობო პროგრამების დახურვა მოითხოვა.
დისნეიმ ძველ ფილმებზე გამაფრთხილებელი წარწერების დართვა 2019 წლის შემოდგომაზე წამოიწყო. მაშინ 1940-იან და 1950-იან წლებში გამოშვებულ რამდენიმე ფილმს, მაგალითად, დამბოსა და პიტერ პენს, წაემძღვარა ტექსტი, რომ "ნაწარმოები ორიგინალური სახითაა წარმოდგენილი და ის, შესაძლოა, მოძველებულ კულტურულ კონტექსტს ასახავდეს". მოგვიანებით, ეს წარწერა უფრო ვრცელი გახდა: "ნაწარმოები უარყოფითად წარმოაჩენს სხვადასხვა ხალხსა და კულტურას. ეს სტერეოტიპები არასწორი იყო მაშინაც და ასეა დღესაც. წაშლის ნაცვლად, ვამჯობინეთ, ამ ფილმების საზიანო შედეგები გვეღიარებინა, გაკვეთილად გვექცია და დისკუსია წამოგვეწყო უფრო ინკლუზიური მომავლის ერთად შესაქმნელად. დისნეის მიზანია, შექმნას შთამაგონებელი და მამოტივირებელი ამბები, რომლებიც მსოფლიოში ადამიანთა გამოცდილების მრავალფეროვნებას ასახავს".
ტრამპის პოლიტიკის კვალდაკვალ კი, დისნეიმ გამაფრთხილებელი ტექსტი ფილმებზე ისევ შეამოკლა: "ნაწარმოები წარმოდგენილია ორიგინალური სახით და, შესაძლოა, შეიცავდეს სტერეოტიპებსა და უარყოფითი სახით წარმოჩენას".
- "დისკრიმინაციული ენის" გამო, მერი პოპინსზე ასაკობრივი შეზღუდვა გაიზარდა
- ამერიკული ტელეარხი პრობლემურ ფილმებს ჩვენებამდე შესავალს წაუმძღვარებს
უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს განხილვა, თუ რა მიდგომა შეიძლება გამოიყენებოდეს პრობლემური შინაარსის მქონე ძველ ნაწარმოებებთან მიმართებით. ზოგიერთი რასისტული თუ სხვაგვარად შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი მასალის აკრძალვის მომხრეა; თუმცა, ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ნაწარმოებები ახლო წარსულსა და ძველი საზოგადოების დამოკიდებულებს ასახავს, ამდენად, მათი ყურება და ახლებურად გააზრება მნიშვნელოვანია.
ასევე იხილეთ:
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები