ვისოლ ჯგუფმა საქართველოს ბაზარზე ბერძნული Eko დააბრუნა
ფოტო: ვისოლი
გუშინ, 5 სექტემბერს, თბილისში კომპანია ეკოს პირველი ავტოგასამართ სადგური გაიხსნა. ცნობილი კომპანიის საქართველოში დაბრუნდება Wissol Group-ის მუშაობის შედეგია, რომელმაც საბერძნეთის პეტროლიუმთან ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და ეკოს ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.
ეკოს პირველი პილოტური ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში გაიხსნა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ვისოლმა საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ეკოს ბრენდი დააბრუნა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული. ახლად გახსნილ ავტოგასამართ სადგურზე ეკოს უმაღლესი ხარისხის საწვავის სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი.
ეკოს ავტოგასამართი სადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი, საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და საბერძნეთის პეტროლიუმის წარმომადგენელი, რობერტო კარაჰანასი დაესწრნენ.
მათ ეკოს ავტოგასამართ სადგური საზეიმოდ, წითელი ლენტის გაჭრით გახსნეს. ამის შემდეგ, თითოეულმა მათგანმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა და ეკოს დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საბერძნეთის პეტროლიუმის წარმომადგენელმა, რობერტო კარაჰანასმა განაცხადა, რომ ეკოს დაბრუნებით ძალიან მოხარულია და ის ამაყობს ვისოლთან პარტნიორობით.
„ჩვენთვის დიდი პატივია ვისოლთან პარტნიორობა. ვისოლი ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა თავისი მაღალი ხარისხითა და სტანდარტებით. საქართველოში დაბრუნება ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ვხედავთ როგორ ვითარდება ქვეყანა, იზრდება მისი ტურისტული პოტენციალი და ეკონომიკა. ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვართ ამ შეთანხმებით“, - თქვა რობერტო კარაჰანასმა.
კომენტარი გააკეთა ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმაც. სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ ეკოს პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და მისი დაბრუნებისთვის დიდი ძალისხმევა იყო საჭირო.
„ეკო იყო კომპანია, რომელმაც შექმნა საწვავის ხარისხის სტანდარტი საქართველოში. ეკო იყო ორგანიზაცია, რომელიც ითვლებოდა ხარისხის ეტალონად ჩვენს ქვეყანაში. ყოველწლიურმა სამომხმარებლო კვლევებმა გვიჩვენა, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი ეკოს დღემდე მოიაზრებს ყველაზე მაღალი ხარისხის საწვავის მქონე კომპანიად. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ რთული გზა, რადგან არ იყო მარტივი ამ კომპანიის უკან დაბრუნება, მაგრამ დღეს ეკო სრულფასოვნად დაბრუნდა საქართველოში და ამის გამო ძალიან მოხარულები ვართ“, - თქვა სოსო ფხაკაძემ.
რით გამოირჩევა Eko-ს საწვავი?
Hellenic Petroleum Group საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესჯგუფია, რომლის სუბსიდირების ქვეშ რამდენიმე კომპანია იმყოფება. ერთ-ერთი მათგანია Eko, რომელიც ხარისხიანი საწვავის წარმოებითაა მსოფლიო ბაზარზე ცნობილი.
პირველ რიგში, Eko გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ავტოგასამართ სადგურებით, რომელიც აღჭურვილია გამართული უსაფრთხოების სისტემით, რაც ყოველგვარ რისკს მინიმუმამდე ამცირებს. ამასთან, ყველა ავტოგასამართ სადგური, ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პერიოდულად მოწმდება. საწვავის ხარისხის გასაუმჯობესებლად და შესანარჩუნებლად კომპანია თანამშრომლობს საწვავის ხარისხის შემსწავლელ მსოფლიოში ცნობილ ლაბორატორიასთან, რომელიც NTUA-ს ტექნოლოგიას იყენებს.
Eko დიდ ყურადღებას უთმობს ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას. ამასთან ერთად, Eko-ს საწვავი ცნობილია, როგორც პროდუქტი, რომელიც არ იკარგება. ეს ნიშნავს, რომ ყოველი წვეთი საწვავი, რომელიც თქვენი მანქანის ავზში მოხვდება, სრულად იქნება ათვისებული.
როდის გაიხსნება Eko-ს სხვა სადგურები?
ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია. პილოტური ავტოგასამართ სადგურის გაყიდვების ანალიზის საფუძველზე საბერძნეთის პეტროლიუმი და ვისოლ ჯგუფი ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას სხვა ლოკაციებზეც ეკოს სადგურების განვითარებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ Eko Georgia-მ საქართველოს ბაზარი 2011 წელს დატოვა. Eko საქართველოში ვისოლ ჯგუფთან ფრანჩაიზინგის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ოფიციალურად დაბრუნდა და მისი პირველი სადგური ვაჟა-ფშაველას #27 ნომერში გაიხსნა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა



კომენტარები