ამ სცენარმა შეიძლება ტერმინატორი მოგაგონოთ, მაგრამ ფაქტია — OpenAI Los Alamos National Laboratory-თან თანამშრომლობას იწყებს, რათა ხელოვნური ინტელექტის სისტემები ატომური კვლევების "გადამუხტვისთვისა" და ბირთვული უსაფრთხოებისთვის გამოიყენოს.

გეგმის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის მქონე სუპერკომპიუტერებს ატომური ომის რისკების შესამცირებლად გამოიყენებენ. ამასთან, მსგავსი სისტემები ბირთვული მასალისა და იარაღის დასაცავად იქნება საჭირო.

OpenAI Microsoft-თან თანამშრომლობით O1 მძლავრ ენობრივ მოდელს შეიმუშავებს, რომელიც რთული დავალებების შესასრულებლად იმოქმედებს. O-სერიის მოდელებს Los Alamos-ის ლაბორატორიაში (Venado) განათავსებენ.

Venado უკვე იყენებს მოწინავე ხელოვნურ ინტელექტს. ეს სისტემები მნიშვნელოვანია ისეთი დავალებების გადასაჭრელად, როგორებიცაა სამეცნიერო გამოწვევები და სახელმწიფო უსაფრთხოება. OpenAI-ის ჩართულობით, Vendo-ს სუპერკომპიუტერს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება.

"ხელოვნური ინტელექტი სამეცნიერო პროგრესის ახალ ერას აჩენს. OpenAI-ისა და Venado-ს კოლაბორაციით შეგვეძლება შევქმნათ ის, რაც წლების წინ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო", — თქვა ჯეისონ პრუეტმა, Los Alamos-ის ეროვნული უსაფრთხოების უფროსმა.

მსგავსი ტიპის კვლევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების იდეა ახალი სულაც არ არის. ლოს ალამოსი — მანჰეტენის პროექტისა და ოპენჰაიმერის სულიერი სახლი — ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებული ახლაც არის. საქმეში OpenAI-ის ჩართვით ეს პროცესები დაჩქარდება და უფრო ყოვლის მომცველი გახდება.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნურ ინტელექტს "წითელ ღილაკზე თითის დაჭერა" შეეძლება. ინიციატივა, პირველ რიგში, ორიენტირებულია სამეცნიერო კვლევებზე. და მაინც, ბირთვულ შეიარაღებასა და ხელოვნურ ინტელექტს შორის მსგავსმა კავშირმა შეიძლება ბევრი შეკითხვა გააჩინოს — განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ტერმინატორის სიუჟეტი აშინებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.