"კორუფციული რეჟიმი კლავს დევნილებს" — ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა
3 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეებმა გააპროტესტეს გულგრილი დამოკიდებულება, რომელსაც სახელმწიფო დევნილების მიმართ იჩენს — დამოკიდებულება, რომელსაც კიდევ 2025 წლის 1 თებერვალს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა — 2025 წლის 27 იანვარს, დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა დევნილთა სააგენტოსთან თავის დაწვა სცადა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი 1 თებერვალს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ზამირ კვეკვესკირის შემთხვევა არ არის განცალკევებით მდგომი ტრაგედია — წლების განმავლობაში პროტესტის ამ უმძიმეს ზომას არაერთმა დევნილმა მიმართა. აქციაზე ეს ადამიანებიც გაიხსენეს:
- 2010 წელს დევნილი ქალი, ნანა ფიფია, გარდაიცვალა. მან დევნილთა სამინისტროს შენობასთან თავი დაიწვა;
- 2012 წელს თავის დაწვა სცადა ვახტანგ ჭანტურიამ, დევნილთა სამინისტროს შენობასთან;
- 2014 წელს ფოთში, დევნილმა ქალმა, დალი აბურჯანიამ, თავის დაწვა სცადა;
- 2022 წელს დევნილი კაცი, ზურაბ ჭიჭოშვილი, პროტესტის ნიშნად შენობიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
დემონსტრანტებმა გააპროტესტეს დევნილთა განსახლების პრობლემაც — მათი თქმით, აფხაზეთის კონფლიქტიდან 30 წელზე მეტია გასული, დევნილთა დიდ ნაწილი კი კვლავ "დროებით" კომპაქტურ ჩასახლებებში ცხოვრობს, სადაც საცხოვრებელი პირობები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს — ამ ყველაფერში მოქალაქეები სახელმწიფო სტრუქტურებში ფესვგადგმულ კორუფციას ადანაშაულებენ.
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აფხაზეთიდან დევნილმა აქტივისტმა ვენერო მელუამ. მან ისაუბრა იმ სოციალურ პრობლემებზე, რომელთა წინაშე დგომაც დევნილებს ყოველდღიურად უწევთ. მელუა შეეხო გულგრილობასაც, რომელსაც სახელმწიფო წლებია, ამ ადამიანების მიმართ იჩენს.
"ჩემი თაობის დევნილებს ძალიან კარგად გვესმის და ვიცით რას ნიშნავს, თუ როგორ შეიძლება გააბოროტოს, როგორ შეიძლება პურისთვის კონკურენციაში შეიყვანოს სიღარიბემ ადამიანი, მაგრამ ჩვენ რასაც არასდროს შევეგუებით, რასაც არასდროს არავის ვაპატიებთ, არის ის, რომ იმის გამო, რომ ჩვენს დისკრედიტაციასა და "გაშავებას" ვერ ახერხებენ, როგორც, შესაძლოა, სხვა ჩაგრული ჯგუფებისას ახერხებენ, ჩვენი გაჩუმების კამპანია გააგრძელონ. არ შეიძლება, რომ დევნილის ხმა მაშინ ისმოდეს, როცა მას ცეცხლი უკიდია", — განაცხადა ვენერო მელუამ.
დემონსტრანტებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის სამართლის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემაც მიმართა. მან ისაუბრა იმ ყოველდღიური პრობლემებზე, რომელთა წინაშე დგომაც დევნილებს ყოველდღიურად უწევთ.
"მგონია, რომ სწორედ იმის გამო, რომ დევნილებს არ აქვთ განცდა, რომ ვინმეს ესმის მათი ტკივილის, ისინი მიმართავენ ისეთ რადიკალურ ფორმებს, რომლებიც ჩვენ ამ შემთხვევაში ვიხილეთ. დევნილების ნახევარი ისევ რჩება განსახლებისა და საცხოვრებელი საჭიროებების გარეშე. როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ქვეყანას, რომელიც ამდენი წელია არსებობს, როცა 32 წელი გავიდა შეიარაღებული კონფლიქტებიდან, დევნილების ნახევარზე მეტი, 56000 ოჯახი კვლავ საცხოვრებლის გარეშე ჰყავს დატოვებული. განსაკუთრებულად ქართული ოცნების რეჟიმი, რომელიც დღეს საუბრობს, რომ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს — თურმე ქვეყანაში, რომელსაც აქვს ეკონომიკური დუღილი, დევნილებისთვის არავის სცალია და ისინი თავს იკლავენ. ჩვენ ვხედავთ, რომ დევნილები ორმაგად მოწყვლადები და ღარიბები არიან, მათ 84%-ზე მეტის შემოსავალი არის 1250 ლარზე დაბალი", — განაცხადა თამთა მიქელაძემ.
ფოტო: NEWS.On.ge
ფოტო: NEWS.On.ge
ფოტო: NEWS.On.ge
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები