ნიკა მელია: არ არის საუბარი მარტო გილაურზე, სხვადასხვა მასშტაბისა და ტიპის პარტნიორები გვყავს
ფოტო: IPN
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მათი გაერთიანების ფინანსური პარტნიორი არა მხოლოდ ნიკა გილაური, არამედ "სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის" დონორები არიან, — ამის შესახებ ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, დაფინანსების მიუხედავად არც ერთ დონორს პარტიის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა არ ჰქონია.
"აქ საუბარია 10 მილიონ ლარზე. ყველა პარტიას, რომელმაც ბარიერი გადალახა და ვერ გადალახა, ბოლო წლების განმავლობაში გაცილებით მეტი აქვს დახარჯული, ღმერთმა ხელი მოუმართოს, რეჟიმთან ბრძოლაში ფინანსები არის აუცილებელი კომპონენტი და ლიდერების ფუნქციაც ეს არის... ძალიან გამიხარდებოდა, რომ მომდევნო საარჩევნო კამპანიაში რეჟიმის წინააღმდეგ, ეს არჩევნები ჩატარდება ან მათი აქტიური მონაწილეობით ან მათ გარეშე, ორჯერ მეტი ფინანსური რესურსიც მოვიპოვოთ, მაგრამ ამ კოალიციას, ამ პარტიას ჰყავს ბევრი სხვადასხვა ტიპის შემომწირველი, ბევრი სხვადასხვა ტიპის დონორი, მაგრამ მადლობა ღმერთს - არც ერთს მათი მხრიდან პოლიტიკური გავლენა ამ პროცესზე არ ჰქონია." — ამბობს მელია.
მელია ასევე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ოლიგარქიული გაველენები და თუ რამე აძლიერებს პროცესში - მორალური უპირატესობაა.
გადაცემაში ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურისა და მისი ძმის, ირაკლი გილაურის შესახებ დასმულ კითხვაზე მელიამ თქვა, რომ "არ არის საუბარი მხოლოდ ნიკა გილაურზე, ბევრი სხვადასხვა ტიპის და მასშტაბის პარტნიორი ჰყავს კოალიცია ცვლილებისთვის."
"რთულია ფინანსების მობილიზება, ურთულესია, ისევე არის ურთულესი, როგორც ახლა რამდენიმე ფონდი ოპერირებს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, დღეში 40 000 ლარიდან 50 000 ლარამდე მარტო ჯარიმებში ხარჯავს ორი ფონდი - ნიკა გილაურისა და ნანუკა ჟორჟოლიანის. ამ ლოგიკით, ეს თანხა საიდან აკუმულირდება. ბევრი ადამიანია, ვინც ქვეყნის შიგნიდან და გარედან რეალურად რეჟიმის მოწინააღმდეგე ძალებს დახმარებას უჩენს და იმედი მაქვს, რომ მეტს შევძლებთ მომავალში.
ვამბობ გულწრფელად, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ნიკა გილაურზე, ბევრი სხვადასხვა ტიპის და მასშტაბის პარტნიორი ჰყავს კოალიცია ცვლილებებს და გადახედეთ ჩვენს საარჩევნო სიას, პარტიას, სადაც ერთი ადამიანი მაინც თუ არსებობს, ან ცუდი გაგებით ბიზნესთან დაკავშირებული და ამიტომ არის სიაში, ან ფულის გამო." — განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე "ის ადამიანები ნუ დასვამენ კითხვებს, მათ შორის, ბარიერგადალახული პოლიტიკური ჯგუფი, სიაში ადგილების გაყიდვა ტრადიციად რომ დაამკვიდრეს."
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ
გადახედვა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
კომენტარები