თამარ ონიანი: გაეროს 6 ექსპერტი, მათ შორის, წამების საკითხებზე სპეციალური მომხსენებელი აცხადებს, რომ საქართველოში მოხდა დემონსტრანტების წამება
ფოტო: თამარ ონიანი FB
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა პროგრამების დირექტორი თამარ ონიანი წერს, რომ გაეროს ექვსმა ექსპერტმა, მათ შორის, წამების საკითხებზე სპეციალურმა მომხსენებელმა საქართველოზე საუბრისას თქვა, რომ მიმდინარე პროევროპული აქციებისას საქართველოში მოხდა დემონსტრანტების წამება, ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული მიმდინარე გამოძიება უშედეგოა.
"მნიშვნელოვანი გზავნილები ჟენევიდან:
ახლახან გაეროს ექვსმა ექსპერტმა, მათ შორის, წამების საკითხებზე სპეციალურმა მომხსენებელმა გამოაქვეყნა განცხადება საქართველოზე.
ვინაიდან ყველა გზავნილი მნიშვნელოვანია, გთავაზობთ, თარგმანს, თუმცა, მთავარი სათქმელი ორი რამეა:
1. საქართველოში მოხდა დემონსტრანტების წამება;
2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული მიმდინარე გამოძიება უშედეგოა.
ასევე, ეს ბოლო პერიოდში უპრეცედენტო კოოპერაციაა ექვს სხვადასხვა თემატურ მომხსენებელს შორის, რაც, ასევე, ადასტურებს, უფლებადარღვევების მასშტაბურობას.
------
ჟენევა – დამოუკიდებელმა ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა დღეს გააკეთეს მოწოდება, რომ საქართველომ მიიღოს კონკრეტული ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად და გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავების ბრალდებები, რაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანაში გამართულ პროტესტების დროს მოხდა.
„ჩვენ მივიღეთ ცნობები განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურისძიების შემთხვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ როგორც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, ისე უნიფორმისა და ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მოქმედი პირების მხრიდან,“ – აღნიშნეს ექსპერტებმა.
მათ ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ბრალდებების (allegations) მასშტაბი და პროტესტის მონაწილეებისა და შემდგომში დაკავებულების მიმართ მიყენებული ზიანის სიმძიმე შესაძლოა წამებასა და სხვა სახის სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას უთანაბრდებოდეს.
„ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს ინციდენტები შესაძლოა იზოლირებული არ ყოფილიყო და მოიცავდეს ზემდგომი სუბიექტების პასუხისმგებლობას,“ – განაცხადეს ექსპერტებმა.
არსებობს სანდო ცნობები, რომ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ განურჩევლად გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და სხვა ქიმიური გამაღიზიანებლები. ცნობების თანახმად, ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის, მნიშვნელოვანი ნაწილი – თავისა და სახის მძიმე დაზიანებებით.
ცნობილია, რომ ბევრი დემონსტრანტი დააკავეს და მათ არ მიეცათ ადვოკატთან წვდომის ან ოჯახებისთვის მათი ადგილსამყოფლის შეტყობინების შესაძლებლობა. „ჩვენ მივიღეთ შემაშფოთებელი ცნობები იმის შესახებ, რომ ბევრი დაკავებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ხანგრძლივი და განმეორებითი ცემის, გაუპატიურების ან სხეულის ნაწილების მოტეხვის მუქარის ქვეშ იყო, და მათთვის სამედიცინო დახმარება არ იყო ხელმისაწვდომი,“ – აღნიშნეს ექსპერტებმა.
მათ აღნიშნეს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service-მა დაიწყო გამოძიება ბოლო თვეებში მომხდარი მოვლენების შესახებ. „ამ დრომდე, აღნიშნულ გამოძიებას შედეგი არ გამოუღია, მაშინ როდესაც ბევრი დემონსტრანტი კვლავ პატიმრობაში რჩება,“ – განაცხადეს მათ.
„ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით, ველით, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,“ – განაცხადეს ექსპერტებმა. „ყველა თვითნებურად დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, ხოლო ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, ეს უნდა მიეწოდოს.“
ექსპერტებმა გაიმეორეს, რომ უსაფრთხოების ძალების მიერ ძალის გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობის, პროპორციულობის, სიფრთხილის ზომების მიღებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს და მკაცრად რეგულირდებოდეს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მათ აღნიშნეს, რომ სიცოცხლის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის უფლება უმაღლეს პრიორიტეტად უნდა იქცეს.
ისინი თხოვენ უწყებებს აცნობონ "კონკრეტული ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებებისა და დაკავების ადგილებში,“ – განაცხადეს ექსპერტებმა.
ექსპერტებმა აღნიშნულ საკითხზე უწყებებს წერილობითაც მიმართეს და აცხადებენ, რომ სიტუაციის მონიტორინგს გააგრძელებენ," — წერს თამარ ონიანი სოციალურ ქსელში
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
კომენტარები