დევნილთა სააგენტოს შენობასთან კაცმა თავის დაწვა სცადა. შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. დაშავებული კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.