"დავწერე სიმღერა და გავგზავნე" — Nini Iris-ს ევროვიზიაზე საქართველოს წარდგენა სურს
ფოტო: NBC
ქართველმა მომღერალმა ნინი ბრეგვაძემ, რომელსაც მსმენელი სასცენო სახელით Nini Iris იცნობს, 2025 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარდგენის სურვილი გამოთქვა. ნინის თქმით, საკონკურსო სიმღერა უკვე დაწერა და გაუგზავნა პირველ არხს, რომელიც საქართველოს წარმომადგენლის შერჩევაზეა პასუხისმგებელი.
"ხალხის დიდი თხოვნიდან გამომდინარე, და ასევე ჩემი სურვილით, ვყოფილიყავი საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე, დავწერე სიმღერა და გავუგზავნე პირველ არხს. ველოდები პასუხს. მიყვარხართ", — წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.
ნინი ევროვიზიის ქართველ ფანებში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ კანდიდატურად მოიაზრება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეირჩევა საქართველოს წარმომადგენელი და სიმღერა წლევანდელი ევროვიზიისთვის, რომელსაც შვეიცარიის ქალაქი ბაზელი უმასპინძლებს მაისში.
რაც შეეხება ნინის, იგი მსოფლიო მასშტაბით 2023 წელს გაიცნეს, როცა ამერიკულ ვოისში მიიღო მონაწილეობა. "ბრმა ქასთინგზე" სიმღერის შესრულების შემდეგ, ნინის ოთხივე მწვრთნელი ოვაციებით შემოუტრიალდა. ირლანდიელმა პოპვარსკვლავმა ნაილ ჰორანმა, რომელიც ნინიმ მოგვიანებით თავის მენტორად აირჩია, ქართველ მუსიკოსს "პოტენციური გამარჯვებული" უწოდა. Nini Iris პროექტს ნახევარფინალიდან გამოეთიშა, მაგრამ მან ამერიკელი ტელემაყურებლის დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა.
ნინი ბრეგვაძე საქართველოდან ნიუ-იორკში საცხოვრებლად და მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად 2016 წელს გადავიდა. მუსიკოსის თქმით, უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად გრძელი და რთული გზა გაიარა.
მანამდე, 2015 წელს, 18 წლის მომღერალი ქართული X ფაქტორის მეორე სეზონში გამოჩნდა და კონკურსის ფინალისტიც გახდა. გამორჩეული ვოკალური შესაძლებლობების მქონე მუსიკოსმა, რომელიც, ამავდროულად, ცეკვავდა და რეპავდა, მეგაშოუს ჟიური და მაყურებელი ერთნაირად აღაფრთოვანა.
ნინის გამოშვებული აქვს სამი სინგლი: Rhythm Of My Heartbeat (2019), Fade Away (2022) და Psycho (2024).
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
კომენტარები