რა ხდება ბლეიკ ლაივლისა და ჯასტინ ბალდონის შორის? — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ფოტო: People
რა იქნებოდა ჰოლივუდი მორიგი დრამის გარეშე?
ბლეიკ ლაივლისა და ჯასტინ ბალდონის საერთო ფილმს It Ends With Us კრიტიკის ქარცეცხლი ისედაც არ აკლდა, თუმცა ფილმთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა სამართლებრივ დავაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ლაივლიმ ბალდონის სექსუალურ შევიწროებაზე უჩივლა.
ფილმი ამერიკელი მწერლის, კოლინ ჰუვერის ბესთსელერის ამავე სახელწოდების ეკრანიზაციაა, რომელიც ლილი ბლუმის, ახალგაზრდა ბოსტონელი ფლორისტის შესახებ გვიამბობს. სიუჟეტში სხვა ასპექტებთან ერთად, დიდი ყურადღება ეთმობა ოჯახური ძალადობის თემას — ლილიზე თავისი შეყვარებული, რომლის როლსაც ბალდონი ასრულებს, სისტემატურად ძალადობს.
მას შემდეგ, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის ეკრანიზაციაში ჰოლივუდის წამყვანი ვარსკვლავი, ბლეიკ ლაივლი დამტკიცდა, ფილმს უპირობო წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ გადასაღები მოედნიდან ნამუშევრის ეკრანებზე გამოსვლამდე ვრცელდებოდა ჭორები, რომელთა მიხედვითაც ფილმის მთავარ როლების შემსრულებელ მსახიობებს ერთმანეთი სძულდათ.
20 დეკემბერს ლოს ანჯელესის სასამართლოში ლაივლიმ სარჩელი შეიტანა, სადაც ბალდონის სექსუალურ შევიწროებასა და მისი სახელის შესაბღალად კამპანიის დაწყებაში ადანაშაულებს. ბალდონი ყველა ბრალდებას უარყოფს.
რა ეწერა ლაივლის სარჩელში?
ფოტო: MIKE COPPOLA / GETTY IMAGES
ლაივლის სარჩელის მიხედვით, ჯასტინ ბალდონი და ფილმის გადამღები კომპანიის, Wayfarer-ის გენერალური დირექტორი, ჯეიმი ჰითი ლაივლისა და გადასაღებ მოედანზე მყოფ სხვა ქალებს "სექსუალურად ავიწროებდნენ და შემაშფოთებელ ქმედებებს სჩადიოდნენ." სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ ლაივლი, ბალდონი და ფილმის გადაღებაში ჩართული სხვა ადამიანები შეიკრიბნენ გადასაღებ მოედანზე შექმნილი "მტრული გარემოს" განსახილველად. შეხვედრას ლაივლის ქმარი, მსახიობი რაიან რეინოლდსიც ესწრებოდა.
შეხვედრაზე დამსწრეები სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად რამდენიმე პირობაზე შეთანხმდნენ. ერთ-ერთი პირობა იყო დათქმა, რომ ბალდონი და ჰითი "შეწყვეტდნენ თავიანთი სასქესო ორგანოების დეტალურ აღწერას". ასევე, გადასაღებ მოედანზე აიყვანეს ინტიმურობის კოორდინატორი, რომელიც ლაივლისა და ბალდონის საერთო სცენების გადაღებას უნდა დასწრებოდა. ლაივლიმ მოითხოვა, რომ იმ სცენების გადაღებას, რომლებშიც უნდა გაშიშვლებულიყო, არ დასწრებოდნენ პროდიუსერებისა და რეჟისორის მეგობრები.
შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ ბალდონიმ ლაივლის პირად ტრენერს მსახიობის წონაზე კითხვები დაუსვა და ლაივლის თავის "პორნოგრაფიაზე დამოკიდებულებაზე" ესაუბრებოდა.
ლაივლის "რეპუტაციის განადგურების გეგმა"
ჯასტინ ბალდონი
ფოტო: The Hollywood Reporter
ბალდონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში ლაივლი იმასაც ამტკიცებს, რომ ბალდონიმ და მისმა გუნდმა ამ შეხვედრის შემდეგ მისი საჯარო იმიჯის განადგურება გადაწყვიტეს.
ლაივლი აცხადებს, რომ ბალდონიმ მისი რეპუტაციის გასანადგურებლად კრიზის მენეჯერი, მელისა ნეითანი დაიქირავა (რომლის ყოფილი კლიენტი, არც მეტი, არც ნაკლები, ჯონი დეპია...), რომელთან ერთადაც პრესაში და ონლაინსივრცეში ლაივლის წინააღმდეგ დაიწყეს "კოორდინირებული, გონივრული და კარგად დაფინანსებული შურისძიების გეგმა". ლაივლის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ამ კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ლაივლის წინააღმდეგ "ციფრული არმია" გამოჩნდა, რომელიც ლაივლიზე განუწყვეტლივ აქვეყნებდნენ ერთი შეხედვით ავთენტურ, თუმცა დამახინჯებულ ინფორმაციასა და კადრებს.
"ლაივლის მიერ ბალდონიზე სიმართლის გამოაშკარავებისგან თავის დასაცავად, ბალდონი-ვეიფარერის გუნდმა შექმნა, ჩანერგა, გაავრცელა და დააფინანსა კონტენტი, რომელიც გამიზნული იყო ლაივლის სანდოობის გასანადგურებლად. ამავე ტექნიკით, მათ ბალდონის შესახებ ნეგატიური კონტენტი ჩაახშეს და მისი რეპუტაციის გაუმჯობესებაზე ზრუნავდნენ," — წერია ლაივლის იურისტების მომზადებულ სარჩელში.
ლაივლის თქმით, ამ ყველაფერმა მისი ცხოვრების ყოველ ასპექტზე იქონია არსებითი გავლენა.
ბალდონის გუნდი BBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს ბრალდებები "კატეგორიულად ყალბია" და კრიზის მენეჯერი იმიტომ დაიქირავეს, რომ ლაივლი თავისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ფილმის განადგურებით იმუქრებოდა.
ბალდონის ადვოკატმა, ბრაიან ფრიდმენმა, განაცხადა, რომ "ლაივლისა და მისი წარმომადგენლების მხრიდან ასეთი სერიოზული და კატეგორიულად მცდარი ბრალდებების გავრცელება ჯასტინ ბალდონისა და Wayfarer Studios-ის წინააღმდეგ სამარცხვინოა."
ფრიდმენმა ლაივლი სხვადასხვა მოთხოვნისა და მუქარის წაყენებაში დაადანაშაულა, მათ შორის, ადვოკატის სიტყვებით, "ლაივლი იმუქრებოდა, რომ თუ ყველა მოთხოვნას არ შეუსრულებდნენ, გადასაღებ მოედანზე აღარ მივიდოდა, ფილმის სარეკლამო ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, რაც პროექტის წარუმატებლობას განაპირობებდა."
ბალდონი და New York Times
დეკემბრის დასაწყისში ბალდონის საერთაშორისო ორგანიზაციამ Vital Voices ქალთა სოლიდარობის საპატიო ჯილდო გადასცა. მალევე სასამართლოში მის წინააღმდეგ ლაივლიმ შეიტანა სარჩელი, რის შემდეგაც ბალდონის ჯილდო ჩამოერთვა. ამის მიზეზად ბალდონის "მიუღებელი საქციელი" დასახელდა, რომელიც ორგანიზაციის ღირებულებების საწინააღმდეგოა.
სარჩელის გასაჯაროების შემდეგ, ბალდონის კარიერულ და სოციალურ პოზიციას მძიმე ზიანი მიადგა — ჯილდოს დაკარგვისა და ამასთან დაკავშირებული კრიტიკის შემდეგ, ბალდონის პოდკასტი The Man Enough, რომელიც მასკულინობასა და მის დამანგრეველ ეფექტებზე ყურადღებას ამახვილებდა, თანაწამყვანმა ლიზ პლანკმა დატოვა.
21 დეკემბერს New York Times-ში ბალდონისა და ლაივლის სამართლებრივი დავის შესახებ სტატია გამოქვეყნდა, სახელად "ჩვენ ნებისმიერის დამარხვა შეგვიძლია: ჰოლივუდის ცილისმწამებლური კამპანიები". სტატია ლაივლის სარჩელს ეფუძნება და ავრცელებს იმ ნარატივს, რომ ბალდონის გუნდმა ლაივლის რეპუტაციის დასაზიანებლად განზრახ დაგეგმა კამპანია, რამაც საბოლოო ჯამში იმუშავა კიდეც. მსახიობებს შორის დაძაბული ფონისა და ფილმის კინოთეატრებში მსვლელობასთან ერთად, New York Times-ის ნამუშევარი საკმაოდ პოპულარული გახდა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზეც იქონია გავლენა.
სწორედ ამიტომ, 31 დეკემბერს ბალდონის იურისტებმა ჟურნალის წინააღმდეგ $250 მილიონიანი სარჩელი შეიტანეს. ბალდონი და კიდევ ცხრა მოსარჩელე, მათ შორის მელისა ნეითანი, ჟურნალს ცილისწამებასა და კონფიდენციალურობის დარღვევაში ადანაშაულებენ.
ბალდონის $400 მილიონიანი სარჩელი ლაივლის წინააღმდეგ
16 იანვარს ჯასტინ ბალდონიმ ბლეიკ ლაივლისა და მისი ქმრის, რაიან რეინოლდსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან წყვილს ბალდონი ცილისწამებისთვის, პირადი ცხოვრების ხელყოფისა და გამოძალვაში ადანაშაულებს.
ბალდონის ადვოკატი, ბრაიან ფრიდმენი, ამბობს, რომ ლაივლიმ და მისმა პარტნიორებმა გაავრცელეს "უხეშად რედაქტირებული, დაუსაბუთებელი, ახალი და დამუშავებული ინფორმაცია მედიაში", რისი "საზიზღრად ეგოისტური" მიზანიც ბალდონისა და მისი გუნდის რეპუტაციისა და შემოსავლის წყაროს განადგურება იყო. საპასუხოდ, ბლეიკ ლაივლის იურისტთა გუნდი აცხადებს, რომ ეს სარჩელი "კიდევ ერთი თავია მოძალადეთა სახელმძღვანელოდან."
კადრები გადასაღები მოედნიდან
იმის დასამტკიცებლად, რომ ლაივლის ბრალდებები სექსუალურ შევიწროებაზე უსაფუძვლოა, 21 იანვარს ბალდონიმ ფილმის გადასაღები მოედნიდან ერთ-ერთი რომანტიკული სცენის სამი კადრი გაავრცელა, რომელიც საბოლოოდ ფილმში ვერ მოხვდა.
კადრების მიხედვით ბალდონის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ "კადრებში ასახულია, რომ ორივე მსახიობი კომფორტულადაა და ერთმანეთს პატივისცემითა და პროფესიონალიზმით ეპყრობიან", თუმცა ლაივლის გუნდის თქმით, ვიდეოებში აშკარად ჩანს, რომ "ბალდონი რამდენჯერმე ცდილობს ლაივლისკენ გადახრას და მის კოცნას." მათი მტკიცებით, სცენები ბალდონის იმპროვიზებულია და მათ გადაღებამდე ლაივლის თანხმობა არ მიუღია, სცენის გადაღების დროს კი მოედანზე ინტიმურობის კოორდინატორი არ იმყოფებოდა.
"ნებისმიერი ქალი, რომელსაც სამუშაო გარემოში შეუფერებლად შეხებიან, შეამჩნევს ლაივლის აშკარა დისკომფორტს" — აცხადებენ ლაივლის ადვოკატები.
საზოგადოების აზრი ამ სასამართლო დავის შესახებ ორადაა გაყოფილი. ნაწილი მიიჩნევს, რომ ლაივლი ნამდვილად სექსუალური შევიწროების მსხვერპლია და მის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბალდონი ცილისწამების მსხვერპლია და მისი მხრიდან შეურაცხმყოფელ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.
[ინფორმაცია განახლებადია]
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები