საქალაქო სასამართლოში ექიმი გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ექიმი გიორგი ახობაძის წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. იგი ნარკოდანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. ბრალდებული გიორგი ახობაძეც ესწრება პროცესს და აღნიშნავს, რომ იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
"თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს", — განაცხადა გიორგი ახობაძემ.
ახობაძე განმარტავს, რომ არის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მუშაობდა კიდევაც ამ მიმართულებით, თუმცა, წყვეტა ჰქონდა მხოლოდ იმ დროს, როდესაც ავადმყოფ დედას უვლიდა. როგორც თვითონ აღნიშნავს: "როცა ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტს ვუვლიდი".
"დედაჩემს, პალიატიურ პაციენტს, განვმარტავ, პალიატიური პაციენტი არის ის პაციენტი, რომელსაც აქვს მძიმე ქრონიკული დაავადება [...] ორადორი კონტაქტი ჰყავდა ასეთ პაციენტს, ასეთი პაციენტები არიან მოწყვლადი ნებისმიერი დამატებითი ჯანმრთელობის პრობლემის მიმართ, ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მათი გარდაცვალება, აი, მხოლოდ ამ მომენტამდე გთვლით თქვენ, თქვენი გადაწყვეტილებითა და მოთხოვნით აღკვეთის ღონისძიების გამო მკვლელად, იმიტომ, რომ იძულებული გავხდით, დედაჩემი გადაგვეყვანა ჰოსპიტალში - მართალია, ეს ჰოსპიტალია, მაგრამ მე ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე, იგივე პირობები მქონდა შექმნილი სახლში - 5 ცვლა მუშაობს ექიმების, დაახლოებით, 40 კაცამდეა საუბარი.
თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობის და სიკვდილიანობის რისკი. მერე, მიზეზ-შედეგობრივად რა მოხდა, თქვენგან განსხვავებით, მე სიმართლის და სამართლის მხარეს ვარ და არ ვიკადრებ, დაგაბრალოთ, რაც თქვენ არ გეკუთვნით. მაგრამ ის, რაც მე შემოგთავაზეთ აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივად - ვიქნებოდი მე მისამართზე მე საბურთალოზე თუ ვიქნებოდი მე გლდანში, დანარჩენი ყველა თავისუფლება, რომლებიც შეზღუდულიყო [...] მათ შორის შემოგთავაზეთ, თუკი, რამე კიდევ არის, რაც გამომრჩა-თქო, დაამატეთ და მე იმას შევასრულებ-მეთქი. არცერთი არ გაითვალისწინეთ და არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის.მათ შორის არ მომეცა საშუალება, ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტს აქვს ჩემი პრაქტიკის მანძილზე გავლილი.
არცერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან იმ დამატებითი ძალისხმევის გარეშე, რომელიც ყველა სამედიცინო პროტოკოლს სცდება და შეიძლება, ზოგ შემთხვევაში ჩემმა კოლეგებმა ეს წყლის ნაყვად შემიფასონ, მაგრამ კონკრეტული ადამიანები დადიან დღეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები, რომ მე 40 წუთის მაგივრად, მე 2 საათი არ შევწყვიტე მათი დახმარება. ეს კონკრეტული ადამიანები ცოცხლები დადიან, პატარა ბავშვები იყვნენ, რომლებიც დღეს თინეიჯერები არიან.
თქვენ თქვენი დაუსაბუთებელი და უსისხლო, უგრძნობი გადაწყვეტილებით, არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამედგა, რომელიც თითოეულ ჩემს პაციენტს აქვს მიღებული", — განაცხადა ახობაძემ სასამართლოზე.
ცნობისთვის, ახობაძე 7 დეკემბერს, პროევროპულ აქციებზე დააკავეს, მაშინ როდესაც იგი სახლში ბრუნდებოდა. მოგვიანებით მას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას და ითვალისწინებს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები