ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე 25-კაციან დასასანქცირებელ პირთა სიაში მოხვედრას ეხმაურება
დღეს გვყავს დასანქცირებული ჩვენი ქვეყნის პატრიოტი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და სანქციების მოლოდინში არიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ჩვენი ქვეყნის ერთგული და მოსიყვარულე ადამიანები, — ამის შესახებ ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე წერს და "რადიო თავისუფლების" მიერ 9 იანვარს გამოქვეყნებულ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც წერია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, სავარაუდოდ, კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც 25 ქართველი პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვდნენ. ამ სიაშია ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძეც.
"რაც შეეხება ჩემს აზრს იმ წერილზე, რომელიც იქნა გაგზავნილი კონგრესმენების მიმართულებით: პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ეს წერილი არის კონკრეტული ქართველი დივერსანტების მიერ შექმნილი სრულიად უსაფუძვლოდ. ვფიქრობ, ამ წერილის ავტორებს სათითაოდ უნდა მოეთხოვოს პასუხი, მათი ლუსტრაცია უნდა მოხდეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ადრეც და ახლაც ემსახურებიან, აგრძელებენ სხვისი ოჯახებისა და ადამიანების ჩაგვრას, მათი მკაფიო სურვილია, რომ სხვის უბედურებაზე მოიწყონ თავიანთი კეთილდღეობა, მაგრამ სხვის უბედურებაზე აწყობილი საკუთარი კეთილდღეობის მე პირადად არ მჯერა და ღრმად მწამს, რომ ყველას პასუხი მოეთხოვება ადრე თუ გვიან. ძალიან დიდი დრო გავიდა, მათ საკმარისი დრო და საშუალება ჰქონდათ ჩადენილი დანაშაულების აღიარებისა და მონანიებისთვის. ქართველი ხალხი მოწყალეა, მათ შორის მეც, და ყველანაირად ვცადეთ აბსოლუტურად ყველამ, რომ მიგვეტევებინა, თუმცა ამაოდ, მათ არაფერი შეუცვლიათ და დარჩნენ თავიანთ პოზიციებზე, სამწუხაროა.
რაც შეეხება ჩემს სახელსა და გვარს, რომელიც არის მოხსენიებული იმ კონკრეტულ სიაში, მკაფიოდ მინდა, გავაჟღერო, რომ მე, როგორც ჩემი ქვეყნის მოსიყვარულე ერთი რიგითი ბიზნესმენი და ადამიანი, მზად ვარ ნებისმიერი რთული მოვლენების განვითარებისთვის, არა იმიტომ, რომ ჩემი კეთილდღეობა მამოძრავებს, არამედ იმიტომ, რომ მე ამ ქვეყნის შვილი ვარ და სრულად ვიზიარებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას. არა და არავითარ შემთხვევაში, ეს წითელი ხაზი არ გადის ჩემი და ჩემი ოჯახის კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, ეს არის სრული აბსურდი! ჩემი ნაბიჯები და ჩემი პოზიციაც იყო, არის და იქნება ყოველთვის ჩემი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე და სიყვარულზე დამყარებული", — წერს ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე.
მისი თქმით, "დღეს გვყავს დასანქცირებული ჩვენი ქვეყნის პატრიოტი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და სანქციების მოლოდინში არიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ჩვენი ქვეყნის ერთგული და მოსიყვარულე ადამიანები".
"მე მაქვს ერთი, მთავარი კითხვა ამ ყოველივესთან დაკავშირებით: 2003-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაახლოებული პირები ჩადიოდნენ დანაშაულს, ატერორებდნენ მოსახლეობას, ოჯახებს ანადგურებდნენ, ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, ქვეყანას პირდაპირი მნიშვნელობით აოხრებდნენ, მაგრამ დასასანქცირებელ ადამიანთა სიაში მათი ადგილი ვერ მოინახა, ვერც ადრე და ვერც ახლა. რატომ? ამდენად დემოკრატები და კეთილშობილები იყვნენ?", — წერს ბიზნესმენი.
ნოშრევან ნამორაძე არის ვიარ ჰოლდინგის [VR Holding], კრწანისი რესორტ რეზიდენსის, კრწანისი როიალ რეზიდენსის, კრწანისი ვილა რეზიდენსის, თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის და სხვა კომპანიების მფლობელია
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები