ყაზახეთი "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის შავ ყუთებს ბრაზილიაში ანალიზისთვის გაგზავნის
ყაზახეთი ჩამოვარდნილი "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის შავ ყუთებს ბრაზილიის საავიაციო ავარიების გამოძიებისა და პრევენციის ცენტრს (CENIPA) გაუგზავნის, — ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება საავიაციო ინციდენტის გამომძიებელმა კომისიამ მიიღო, რომელსაც ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ხელმძღვანელობს.
"ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართის სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს გამოძიებას, პასუხისმგებელია ფრენის ჩანაწერების გაანალიზების უზრუნველყოფაზე და იმ ქვეყნის შერჩევაზე, რომელიც მათ წაიკითხავს და გაშიფრავს", — აღნიშნულია ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გუშინ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი პირველივე დღიდან მომხრე იყო, რომ თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი ჩართულიყო.
"რუსულმა მხარემ ოფიციალურად შემოგვთავაზა, რომ ეს საქმე სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს გამოეძიებინა, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვით. მიზეზი გასაგებია. საიდუმლო არ არის, რომ ეს ორგანიზაცია ძირითადად რუსი ჩინოვნიკებისგან შედგება და მას რუსეთის მოქალაქეები ხელმძღვანელობენ", — განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანს რომ კატასტროფის შემდეგ რუსეთის მხრიდან სამართლიანი და გონივრული ენახა, ალბათ, წინააღმდეგი არ იქნებოდა.
"მაგრამ დავინახეთ დაფარვის მცდელობები. ამიტომ, როგორც ყაზახურ, ასევე რუსულ მხარესთან მჭიდრო კონტაქტებში გამოვხატეთ პოზიცია, რომ უნდა შექმნილიყო მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი და ასეც მოხდა", — აღნიშნა ალიევმა.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები