დღეს, 19:00 საათზე, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მსვლელობა გაიმართება
შაბათს, 28 დეკემბერს, გაიმართება მსვლელობა პოლიციური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ.
დანიშნულების ადგილი - რუსთაველის გამზირი. უცვლელად გთავაზობთ მსვლელობის მანიფესტს:
"500-მდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული, 40-მდე სისხლის სამართლის საქმით დაპატიმრებული, 300-ზე მეტი საპოლიციო ძალადობის მსხვერპლი, წამება, სასტიკი მოპყრობა, ღირსების შელახვა:
ასეთია რეჟიმის პასუხი ერთთვიან სახალხო წინააღმდეგობაზე, რომელმაც ლეგიტიმაციის მილევის ფონზე, ხალხი მტრად მონიშნა და პოლიციურ ტერორს დაეყრდნო.
პოლიტიკის მიზანი - მოქალაქეთა კეთილდღეობა, პოლიციის მიზანმა - მოქალაქეთა დამორჩილებამ ჩაანაცვლა, და ძალაუფლების სამსახურში მყოფი მარიონეტული პარლამენტიც, მიჯრით იღებს და ამკაცრებს კანონებს აქტიური პროტესტის ჩასახშობად.
ეს ავტორიტარიზმია. დღეს, ჩვენ, გარე იმპერიული საფრთხეების გარდა, პოლიციურ ძალადობაზე დამყარებული ოლიგარქიული, ავტორიტარული რეჟიმის გაბატონების საფრთხის მომსწრენი ვართ.
თუმცა, ნებისმიერი სახალხო პოლიტიკის დასაწყისი, პოლიციურის დასასრულია. ეს დაგვანახა 2012 წლის მოვლენებმაც. და რადგან ჩვენ პოლიციურ რეჟიმთან წინააღმდეგობის კოლექტიური მეხსიერება გვაქვს, ვალდებულნიც ვართ არ დავუშვათ მისი შემობრუნება - არც დღეს და არც მომავალში.
სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ერთი თვეა სახალხო თვითორგანიზებისა და სიმტკიცის არნახული მაგალითის მონაწილენი ვართ. ხალხმა იცის, რომ მზარდ ძალადობრივ რეჟიმზე გამარჯვება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ეს ორმაგად ასეა სამართლიანი ბრაზის გამოხატვისთვის დაჭერილთათვის და მათი ოჯახებისთვის. მათი თავისუფლება რეჟიმზე გამარჯვებაზე გადის. გავერთიანდეთ მსვლელობით პოლიციური და ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ!
თავისუფლება თანამებრძოლებს! ძალაუფლება ხალხს!" — ნათქვამია განცხადებაში.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები