მეწარმეების ბოიკოტის მიხედავად, დღეს თბილისში "საახალწლო სოფელი" გაიხსნა
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ
"საახალწლო სოფელს", სადაც მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ, — ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.
"დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარედ არსებულ "საახალწლო სოფელში" მოწყობილია: სამეწარმეო და გასტრონომიული მარკეტები, გამოფენა-გაყიდვა "თბილისის საშობაო ბაზარი", საბავშვო თემატური სივრცეები, სანტას სახლი და სახელოსნო, ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები.
რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე "საახალწლო სოფელში" მისულ სტუმრებს დახვდებათ: გასტრონომიული მარკეტი, "თბილისის საშობაო ბაზარი", საახალწლო მატარებელი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები, ტკბილეულის ფესტივალი.
"საახალწლო სოფელში" ყოველდღიურად გაიმართება: ზღაპრის გმირების მსვლელობა, საბავშვო კონცერტები, საღამოს კონცერტები, ღია კინოთეატრი, თეატრალიზებული არმოდგენა/პერფორმანსები და საბავშვო-გასართობი აქტივობები.
"საახალწლო სოფელში" ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება", — წერს მერია.
შეგახსენებთ, რომ მეწარმეებისთვის, რომლებმაც მერიის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზარში მონაწილეობაზე უარი თქვეს სპეციალური პლატფორმა happyeuyear.ge შეიქმნა. როგორც NEWS.On.ge-სტან პლატფორმის შემქმნელი ნათია ზავრაშვილი ამბობს, პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ კატეგორიების მიხედვით მარტივად შეარჩიოთ საახალწლო საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის და სოლიდარობა გამოუცხადოთ მეწარმეების პროტესტს.
"ასეულობით მეწარმემ ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მხარდასაჭერად უარი თქვა მერიის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზარში მონაწილეობასა და წლის ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პერიოდში შემოსავლის მიღებაზე, მათ კი ისინი ონლაინ პლატფორმა Happy EU Year-ზე გააერთიანეს.
მიგვაჩნია, რომ წელს დედაქალაქის ქუჩებში პროტესტის ხმა ყველგან უნდა ისმოდეს. პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ კატეგორიების მიხედვით მარტივად შეარჩიოთ საახალწლო საჩუქრები თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის და სოლიდარობა გამოუცხადოთ ამ მეწარმეების პროტესტს.
მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ დავიბრუნოთ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი ახალი წელი!", — აცხადებს ნათია ზავრაშვილი.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები