საბა ბუაძე: თბილისის მერიის წარმომადგენლები პეტიციის 250-ზე მეტ ხელმომწერს საახალწლო პრემიებით ევაჭრებიან
ფოტო: ლელო
კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ინფორმაციით, თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ემუქრებიან იმ თანამშრომლებს, რომლებმაც გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე გაჩერების გადაწყვეტილების წინააღმდეგ პეტიციას მხარი დაუჭირეს.
მისივე თქმით, მერიის წარმომადგენლები პეტიციის ხელმომწერებს საახალწლო პრემიის სანაცვლოდ სთხოვენ, რომ ხელმოწერები უკან გაიწვიონ.
"თორმეტდღიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის პარალელურად, ჩვენ გვინდა, რომ გამოვეხმაუროთ საჯარო სამსახურში და კერძოდ, თბილისის მერიაში დაანონსებულ რეპრესიებს. თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქია და ამას ადასტურებს, ის პროტესტი და უწყვეტი წინააღმდეგობა, რომელიც თბილისის ქუჩებში მთავარი ევროპული ღირებულების, თავისუფლების დასაცავად მიმდინარეობს. თბილისის მერიის თანამშრომლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ იმ სპეცოპერაციას, რომელიც ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმდინარეობს. თბილისის მერიის თანამშრომლებმა ღიად, ცალსახად და ხაზგასმით გამოხატეს საკუთარი ერთგულება კონსტიტუციის და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ, ამის საპასუხოდ თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებულმა და სამარცხვინო მერმა ამ ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიები დააანონსა. ჩვენ ვნახეთ, როგორ შეიმუშავეს ცვლილებები საჯარო სამსახურის კანონმდებლობაში, რომელიც გაამარტივებს რეორგანიზაციის და ამ ადამიანების დევნის პროცესს. ასევე, ვნახეთ, როგორ ხდება ამ ადამიანების გაჩუმება.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის მერიაში, თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები პეტიციის 250-ზე მეტ ხელმომწერს ევაჭრებიან, ემუქრებიან და მათ სთხოვენ, რომ საახალწლო პრემიის სანაცვლოდ უკან გაიწვიონ ის ხელმოწერა, რომელიც მათ საქართველოს ევროპულ მომავალს დაუდასტურეს. ეს არის სამარცხვინო და დანაშაულებრივი ქმედება. ასევე, ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ პრემიების სრულად გაუქმება იგეგმება იმისათვის, რომ თბილისის მერიის და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს, რათა ადამიანები ერთმანეთს გადაკიდონ.
პირველ რიგში, მე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს. ქედს ვიხრი მათი გამბედაობის და საჯარო სამსახურის მიმართ მათი ერთგულების წინაშე. ეს ადამიანები წარმოადგენენ საჯარო სამსახურის ფუნდამენტს და მინდა მათ მივმართო, რომ ისინი არ არიან მარტო. თქვენს უკან არის ასიათასობით ადამიანი, რომელიც თბილისის ქუჩებში გამოდის და აპროტესტებს იმ ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ხდება.
მინდა მივმართო თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა კახა კალაძის მიერ დაანონსებულ რეპრესიებში, ასევე დანაშაულებრივ რეორგანიზაციაში და სისხლის სამართლის დანაშაულის თანამონაწილეები არ გახდნენ. ამ ქალაქის ისტორიაში კახა კალაძემ საკუთარი თავი უკვე ჩაწერა სამარცხვინო ასოებით, როგორც ყველაზე კორუმპირებული მერი და როგორც ამ რუსული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მედროშე. ნუ, შეუერთდებით მას!",— აცხადებს საბა ბუაძე.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები