შალვა პაპუაშვილი: საჭიროა ვიმოქმედოთ სწრაფად როგორც პიროტექნიკის, ისევე საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვაში
საჭიროა ვიმოქმედოთ სწრაფად როგორც პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებში, ისევე საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვაში, — ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას პარლამენტი მიმდინარე კვირას მიიღებს.
"ბევრი დემონსტრაცია და მიტინგი გვინახავს, როდესაც დემონსტრანტები შენიღბული იყვნენ. ეს ყოველთვის იწვევდა კითხვის ნიშნებს, თუ რა მოტივაციაა ამ ადამიანების უკან. ასეთი რეგულაციები როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში, ასევე აშშ-ში მოქმედებს. იდეა მარტივია — ერთი მხრივ, შესაძლებელი უნდა იყოს ადამიანების იდენტიფიცირება, მეორე მხრივ, როდესაც ადამიანი შენიღბულია და გრძნობს, რომ მისი იდენტიფიცირება გართულებულია, ის რა თქმა უნდა, უფრო თამამია კანონდარღვევაში და აგრესიაში. ასე რომ, ჩვენ მივყვებით იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც ევროპაში არსებობს. ავიღებთ ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს.
ამ მხრივ ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში არის რეგულაციები, როდესაც სახის დაფარვა მთლიანად საჯარო სივრცეში აკრძალულია. ჩვენ უფრო მსუბუქ რეგულაციას მივყვები, როდესაც ასეთი შეზღუდვები მხოლოდ შეკრებების დროს მოქმედებს", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება პიროტექნიკას, პაპუაშვილის თქმით, ეს რეგულაციები დიდი ხანია განსჯის საგანი იყო პარლამენტში და ამ მოვლენებმაც გვაჩვენა, რომ საჭიროა ვიმოქმედოთ სწრაფად როგორც პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებში, ისევე საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვაში.
"ამაზე გასულ წლებში საუბრობდნენ ადამიანები, რომლებიც ფრინველებსა თუ ცხოველებზე სწუხდნენ და ახალ წელს მოგვიწოდებდნენ, რომ არ გამოეყენებინათ პიროტექნიკა იმისთვის, რომ ფრინველებს გაფრთხილებოდნენ. ბოლო ერთი კვირაა ჩანს, NGO-ს თუ ცხოველთა უფლებების დაცვის წარმომადგენლებისთვის რუსთაველზე გულგახეთქილი ჩიტები ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, იმდენად მაღალ მატერიებს ემსახურებიან თავისი წარმოდგენით.
ეს რეგულაციები დიდი ხანია განსჯის საგანი იყო პარლამენტში და ამ მოვლენებმაც გვაჩვენა, რომ საჭიროა ვიმოქმედოთ სწრაფად როგორც პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებში, ისევე საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვაში", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები