გიორგი კახიანი: ნიღბიანი პირების მონაწილეობა საპროტესტო აქციებში კანონმდებლობით აკრძალული უნდა იყოს
ნიღბიანი პირების მონაწილეობა საპროტესტო აქციებში კანონმდებლობით აკრძალული უნდა იყოს — ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ასეთი რეგულაციების მიღების აუცილებლობა აჩვენა, - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ძირითადად იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც პოლიციასთან მიმართებაში იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, ის პირები ახორციელებდნენ, რომლებსაც სახე ნიღბით ჰქონდათ დაფარული.
კახიანის შეფასებით, ნებისმიერ პირს ეცოდინება, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში მათი იდენტიფიცირება მარტივად მოხდება და ისინი კანონმდებლობის შესაბამისად იქნებიან პასუხისგებაში მიცემული.
"ვხედავთ, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა აჩვენა ასეთი რეგულაციების მიღების აუცილებლობა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ნიღბიანი პირების მონაწილეობა საპროტესტო აქციებში კანონმდებლობით აკრძალული უნდა იყოს. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. რით იყო ეს განპირობებული? ჩვენ ვხედავდით, რომ ძირითადად, იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც პოლიციასთან მიმართებაში იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, ის პირები ახორციელებდნენ, რომლებსაც სახე ნიღბით ჰქონდათ დაფარული. ამის მიზანი იყო ერთი რამ: არ მოხდეს მათი იდენტიფიცირება. ანუ, როდესაც პირი ნიღბით არის აქციაზე წარმოდგენილი, დიდი ალბათობით, ეს იმას გულისხმობს, რომ სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას ვერ მოხდეს მისი იდენტიფიცირება და შესაბამისად, მისი ვინაობა არ იყოს ცნობილი არც სამართალდამცავი ორგანოებისთვის და არც საზოგადოებისთვის. ამიტომ, ბუნებრივია, ვინაიდან ამ ბოლო დღეებში ეს საკითხი ასე აქტუალურად გამოჩნდა, სახელმწიფო შესაბამის რეგულაციებს შემოიღებს და ნიღბიანი პირების მონაწილეობა საპროტესტო აქციებში იქნება აკრძალული. ამას გარკვეულწილად, პრევენციული ხასიათი ექნება იმისა, რომ ნებისმიერ პირს ეცოდინება, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში მათი იდენტიფიცირება მარტივად მოხდება და ისინი კანონმდებლობის შესაბამისად იქნებიან პასუხისგებაში მიცემული", — განაცხადა კახიანმა.
გუშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიიღებენ კანონს, რომლითაც შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა აიკრძალება.
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
კომენტარები