ირაკლი კობახიძე: სანქციებზე საუბარი ცოტა არასერიოზულია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
სანქციებზე საუბარი ცოტა არასერიოზულია, უკვე დიდი ხანია ამ ყველაფერმა არასერიოზული სახე შეიძინა, — ამის შესახებ ოცნების პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.
მისივე შეფასებით, როდესაც კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას ერთმანეთს უთანაბრებენ, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი.
"სანქციებზე საუბარი ცოტა არასერიოზულია, უკვე დიდი ხანია ამ ყველაფერმა არასერიოზული სახე შეიძინა.
რაც შეეხება კანონს ლგბტ-ს წინააღმდეგ, როდესაც ერთმანეთს უთანაბრებენ კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი. მინდა შეგახსენოთ, რას ითვალისწინებს აღნიშნული კანონი. ეს კანონი ითვალისწინებს იმას, რომ არ შეიძლება დაკანონდეს ერთსქესიანი პარტნიორობა, ანუ არ შეიძლება ამას კანონის სახე მიეცეს. ეს ყველაფერი ითვალისწინებს იმას, რომ არ შეიძლება ქირურგიული ჩარევით საქართველოში სქესის შეცვლა. არ შეიძლება ვინმემ დაგაძალოთ, რომ მაინც და მაინც ნეიტრალური ტერმინოლოგია გამოიყენოთ, მაგალითად, სქესთან დაკავშირებით. არ შეიძლება კანონში განისაზღვროს ორის გარდა სხვა სქესთა ე.წ. სპექტრი და ა.შ. ანუ უმარტივესი კანონია, უმარტივეს თემებზეა საუბარი ამ კანონში.
20 წლის წინ ასეთ თემებზე ვინმეს სერიოზულად საუბარი რომ დაეწყო, ალბათ, გაუკვირდებოდა. თუმცა, რეალურად დღეს სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე. დღეს გვეუბნებიან, რომ ქალის და კაცის გარდა აუცილებლად კანონში უნდა გეწეროს ბევრი სხვა სქესიც. ეს ხომ უბრალოდ გაუგონარი რამეა და უფრო მეტიც, ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ეს და ევროინტეგრაცია არის ერთი და იგივე. ეს სწორი მიდგომა არ არის, რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულ საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას", — განაცხადა კობახიძემ.
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
კომენტარები