შრომით სამართლებრივ დავებზე მომუშავე იურისტები/ადვოკატები სწორად "გაფიცვის" შესახებ რჩევას გასცემენ
ფოტო: Iuristi.com
დღეს, 2 დეკემბერს შრომით სამართლებრივ დავებზე მომუშავე იურისტებმა/ადვოკატებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ისინი ეწინააღმდეგებიან ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას და დასძენენ, რომ ეს ქვეყნის უზენაესი კანონის 78-ე მუხლსა და ქართველი ხალხის ურყევ ნებას ეწინააღმდეგება.
განცხადების მიხედვით, შრომით სამართლებრივ დავებზე მომუშავე იურისტები/ადვოკატები წერენ, რომ დასაქმებულებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ კანონიერ გაფიცვამდე აუცილებელია კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვა, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა გაფიცვა უკანონოდ იყოს მიჩნეული.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
"ვაცნობიერებთ, რომ ქვეყანაში არსებულმა დაძაბულმა ვითარებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს დასაქმებულთა შრომითი უფლებები. შესაბამისად, აუცილებელია, მათ ჰქონდეთ ინფორმაცია შრომის კოდექსით მათთვის მინიჭებული უფლებების შესახებ.
საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე დასაქმებულთა მიერ გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ხშირად ისმის სიტყვა გაფიცვა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანონიერ გაფიცვამდე აუცილებელია კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში გაფიცვა უკანონოდ შეიძლება იყოს მიჩნეული.
პოპულარულ ენაზე გამოყენებული სიტყვა "გაფიცვა" მიმდინარე კონტექსტში პროტესტის გამოხატვის ფორმად გამოიყენება, თუმცა სხვა შინაარსის მატარებელია შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში.
თუ დასაქმებულთა სურვილია, გამოხატონ სამოქალაქო პოზიცია/აზრი/შეხედულება, ეს შესაძლებელია, იყოს არა შრომით სამართლებრივი გაფიცვა, არამედ სამოქალაქო პროტესტი (აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო). იმისთვის, რომ დროებით შეჩერდეს შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან, ეს შესაძლებელია ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე შვებულებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია ნაცვლად გაფიცვისა, გამოყენებულ იქნას სიტყვა პროტესტი, ხოლო სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ისარგებლოთ კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე შვებულებით.
ამავდროულად, დამსაქმებლებმა პატივი უნდა სცენ და მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება.
აქციაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში დასაქმებულებს უფლება აქვთ, მოითხოვონ შრომისუუნარობის გამო შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერება (არაუმეტეს ზედიზედ 40 კალენდარული დღით). ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას საავადმყოფო ფურცლის გასახსნელად.
ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში:
დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთება;
დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში გადასცეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება;
ზემოთ აღნიშნულ ვადაში დამსაქმებლის პასუხის მიღებიდან ან ამ ვადის პასუხის გარეშე ამოწურვიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დასაქმებულს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს სარჩელით დარღვეული შრომის უფლების აღდგენის მოთხოვნით, მათ შორის, უფლება აქვს, მოითხოვოს დაკავებულ პოზიციაზე აღდგენა და განაცდური ხელფასი. დისკრიმინაციის შემთხვევაში კი მას დამატებით უფლება აქვს, მოითხოვოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა და სამოქალაქო და მორალური ზიანის ანაზღაურება.
რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლების გამო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებას ან/და მასზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, ეს წარმოადგენს დისკრიმინაციის მაგალითს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" მოქმედ საქართველოს კანონსა და შრომის კოდექსს.
მასობრივი დათხოვნის შემთხვევაში:
დამსაქმებელი ვალდებულია, მასობრივ დათხოვნამდე არანაკლებ 45 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს მინისტრსა და იმ დასაქმებულებს, რომლებსაც შეუწყდებათ შრომითი ხელშეკრულებები. დამსაქმებელი ვალდებულია მინისტრისთვის გაგზავნილი შეტყობინების ასლი გაუგზავნოს დასაქმებულთა გაერთიანებას (მისი არარსებობის შემთხვევაში დასაქმებულთა წარმომადგენლებს). მასობრივი დათხოვნა ძალაში შედის მინისტრისთვის აღნიშნული შეტყობინების გაგზავნიდან 45 კალენდარული დღის შემდეგ;
დასაქმებულებს უნდა მიეცეთ კონსტრუქციული წინადადებების წარდგენის შესაძლებლობა. დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთა გაერთიანებას (მისი არარსებობის შემთხვევაში დასაქმებულთა წარმომადგენლებს) წერილობით შეატყობინოს შემდეგი ინფორმაცია: დაგეგმილი მასობრივი დათხოვნის მიზეზები, დასათხოვ დასაქმებულთა რაოდენობა და კატეგორია, ორგანიზაციაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა და კატეგორიები, დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც განხორციელდება მასობრივი დათხოვნა, კრიტერიუმები, რომლებითაც ხდება დასათხოვ დასაქმებულთა შერჩევა და მათთვის კომპენსაციის გადახდა.
ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესასწავლად მიზანშეწონილია, დასაქმებულმა გაიაროს კონსულტაცია იურისტთან.
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია განცხადებაში.
წინამდებარე განცხადება ღიაა იურისტების/ადვოკატებისთვის ხელმოსაწერად და ხელს აწერენ:
ანა სამსონია
თამარ გაბისონია
ირაკლი მხეიძე
თამილა გაბაიძე
ქეთევან მეფარიშვილი
თამარ სურმავა
სერგო მახარაძე
ეკატერინე კოკიჩაიშვილი
მარიამ კლდიაშვილი
თეონა კილაძე
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები