ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს
ფოტო: On.ge / დარინა ქამადაძე
"საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმა" ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმად, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში — მხოლოდ სამხედრო ოკუპაციით არ შემოიფარგლება და რუსეთის პოლიტიკურ, სამართლებრივ, სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში მათი ეტაპობრივი და სისტემური ინტეგრაციით ხასიათდება.
ანგარიშის ავტორი პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, თადარიგის პოლკოვნიკი ალექსი ბარბაქაძეა. "საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის" კვლევას IPN ავრცელებს.
ანგარიში 2008–2026 წლების დინამიკას ეყრდნობა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გამოყენებულ მექანიზმებს აანალიზებს. კვლევის დასკვნით, ცალკეული პროცესები ურთიერთდაკავშირებული ნაბიჯების სახით ქმნის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით განვითარებადი ინტეგრაციის ნიშნებს.
კვლევის ძირითადი მიგნებები
"ოკუპაციიდან ფუნქციურ შთანთქმამდე
კვლევის მიხედვით, პროცესი შეიძლება აღიწეროს შემდეგი ჯაჭვით:
სამხედრო ოკუპაცია → ეფექტური კონტროლი → ინსტიტუციური დამოკიდებულება → სამართლებრივი ინტეგრაცია → დე ფაქტო ანექსიის ნიშნები.
ფორმალური სტატუსის შენარჩუნების მიუხედავად, ადგილობრივი ინსტიტუტების დამოუკიდებელი ფუნქციის სივრცე თანდათან მცირდება.
სამხედრო და უსაფრთხოების ინტეგრაცია
კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების რუსულ სისტემასთან დაახლოებას, ე.წ. საზღვრის კონტროლსა და ბორდერიზაციას, ასევე ადგილობრივი ფორმირებების რუსეთის სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებას.
პოლიტიკური და საკადრო ინტეგრაცია
კვლევა აანალიზებს რუსეთის მოქალაქეებისა და რუსულ სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებული კადრების როლის ზრდას ადგილობრივ ადმინისტრაციულ სისტემებში. მაგალითად მოყვანილია ალან გაგლოევის 2026 წელს რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე გადასვლა.
ეკონომიკური, ქონებრივი და დემოგრაფიული ინტეგრაცია
კვლევა განიხილავს რუსეთის ფინანსურ და ეკონომიკურ სივრცეზე დამოკიდებულების ზრდას, საკუთრებისა და სტრატეგიული აქტივების საკითხებს, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემას, ასევე პასპორტიზაციასა და მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას.
კულტურული და კოგნიტური სივრცის ცვლილება
კვლევის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს განათლებისა და საინფორმაციო სივრცის რუსიფიკაცია, ქართული ენის პოზიციების შემცირება და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ არსებული პოლიტიკა. მაგალითად მოყვანილია ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში განხორციელებული ცვლილებები, რასაც ავტორი ქართული კულტურული და არქიტექტურული იდენტობის კვალის შემცირების კონტექსტში განიხილავს.
დე ფაქტო ანექსიის ინტეგრირებული შეფასება კვლევაში გამოყენებული 5-ბალიანი შეფასების მიხედვით: აფხაზეთი — 4.1 / 5 ცხინვალის რეგიონი — 4.4 / 5", — აღნიშნულია კვლევაში.
ავტორის შეფასებით, ეს მაჩვენებლები არა ცალკეულ მოვლენებზე, არამედ სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესების ურთიერთდაკავშირებულ დინამიკაზე მიუთითებს.
"ოკუპაცია იკავებს ტერიტორიას, ინტეგრაცია — ინსტიტუტებს, ხოლო საკადრო, ეკონომიკური და კულტურული წნეხი ცვლის სოციალურ ქსოვილს", — აცხადებს კვლევის ავტორი ალექსი ბარბაქაძე.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, ავტორები საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებს კონკრეტულ ნაბიჯებს სთავაზობენ:
"შეიქმნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ინტეგრაციისა და დე ფაქტო ანექსიის ნიშნების მუდმივი მონიტორინგის ეროვნული მექანიზმი და ორენოვანი მონაცემთა ბაზა; საერთაშორისო ანგარიშებში უფრო მკაფიოდ აისახოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი;
განიხილებოდეს მიზნობრივი საერთაშორისო ზომები იმ პირებისა და სტრუქტურების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ უკანონო ქონებრივ, ადმინისტრაციულ და ინტეგრაციულ პროცესებში", — აღნიშნავენ ავტორები.
შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა 27 აგვისტოს შეიქმნა. მისი მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები