სალომე ზურაბიშვილი

30 Nov. 2024, 20:30

ის [ოპოზიცია] ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს არც ერთმა დემოკრატიულმა, დასავლურმა, ევროპულმა პარტნიორმა არ აღიარა ეს არჩევნები ერთ თვეზე მეტის შემდეგ, რაც უკვე ძალიან ძლიერი სიგნალია.

კიდევ მეტი რამ იქნება ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. საქართველოში არსებული ვითარება, სავარაუდოდ, ხელახლა განხილული იქნება ევროპულ საბჭოზე შუა დეკემბერში. ევროპარლამენტმა არ აღიარა არჩევნები, ის ახალი არჩევნების მოწოდებით გამოდის და ეს არის, რასაც საქართველოს მოსახლეობა მოითხოვს. ის არ მოითხოვს რევოლუციას, ის არ მოითხოვს არაფერს არაკონსტიტუციურს, ის მოითხოვს არჩევნების ჩატარებას, რომლებიც მოპარულ იქნა.

და სისტემური რუსული ტიპის სცენარი, რომლითაც არჩევნები იქნა მოპარული, ძალიან ნათელი და თვალსაჩინოა. და ახლა საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება ახალ პირობებში და ევროკავშირის ტექნიკურმა მისიამ, რომლის ჩამოსვლასაც აქ ელოდებიან, უნდა დაადგინოს, როგორ გამოსწორდეს ყველა ის დარღვევა, თაღლითობები. რა ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა შემდეგი არჩევნები დაცული იყოს იმის გამეორებისგან, რაც მოხდა


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
  5. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს

ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს. როგორც ჟურნალისტებთან…