გიორგი გახარია: მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, ყველამ, სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, გამოვხატოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი
ჩვენდა სამწუხაროდ, გუშინდელი დღე საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც შავი ლაქა, — ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ყველამ, სადაც და რა ფორმითაც შეუძლია, უნდა გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი
"26 ოქტომბრის არჩევნების მოპარვის შემდგომ, „ოცნება“ შევიდა ანტიკონსტიტუციური მოქმედებების სპირალში: უკანონო პარლამენტის სხდომა, უკანონოდ დამტკიცებული მთავრობა, უკანონოდ არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტის უკანონოდ არჩევის პროცესი. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, გამოიწვია საქართველოს მოქალაქეების პროტესტი და საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი შეფასებები. ამ არჩევნების გაყალბების შედეგად, ლეგიტიმაციის ჰაერში ჩამოკიდებამ, საბოლოო ჯამში, „ოცნება“ მიიყვანა ძალიან მძიმე შედეგამდე: ეს იყო გაცხადებული, კოლექტიური სახელმწიფო ინტერესების ღალატი, რომელიც განხორციელდა პირდაპირ ეთერში ივანიშვილის დავალებით და უკანონოდ არჩეული პრემიერის მიერ, რომელმაც, ფაქტობრივად, გამოაცხადა, რომ „ოცნების“ გადაწყვეტილებით ისინი აჩერებენ ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას.
რა თქმა უნდა, ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების უპირველესი ვალია გავერთიანდეთ და ერთად ყველამ უნდა ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური, ევროპული განვითარების გზაზე. ამისთვის ჩვენი მიზანია:
1. მივიღოთ ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი.
2. პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე არჩეული ცესკოს, სუსის, სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, სახელმწიფო აუდიტის ახალი ადმინისტრაციები.
წინააღმდეგ შემთხვევაში არ ექნება არანაირ არჩევნებს აზრი. ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს დავიბრუნოთ არჩევნები - ამ ადმინისტრაციების ცვლილებით.
ამ მიზნის მისაღწევად:
1. მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, ყველამ, სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, გამოვხატოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი და ასე შევქმნათ პროტესტის კერები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
2. მივმართავთ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს და მოვითხოვთ, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს, უკანონოდ დანიშნულ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. და მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის, სანქციები გამოიყენონ არა ქართველი ხალხის (ვგულისხმობთ, მაგ. უვიზო რეჟიმის გაუქმებას), არამედ პერსონალურად ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც დამნაშავეა არჩევნების მოპარვაში, დემოკრატიის უკუსვლაში, ხალხზე ძალადობასა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მოკვლაში.
მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ჟურნალისტთა კორპუსს, რომელიც გუშინ თბილისის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლით იცავდა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მომავალს და ჩვენი გუნდის, და არა მარტო ჩვენი გუნდის, დაკავებულ და დაზარალებულ აქტივისტებს, რომლებიც გუშინ იძულებულები გახდნენ ქუჩაში დაეცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი", — განაცხადა გახარიამ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები