ელენე ხოშტარია

6 Dec. 2024, 12:14

"ეს არის უტყუარი ნიშანი იმის, რომ ხელისუფლებას ეშინია აქციების, ეშინია მოქალაქეების, ეშინია შეუპოვარი ბრძოლის და ამიტომ გადავიდნენ კონკრეტულად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაშინებაზე, დაკავებებზე, შევარდნებზე, ღია რუსული მეთოდით რეპრესიებზე, მაგრამ ეს მხოლოდ უკუეფექტს მოიტანს, უფრო მეტ ადამიანს გააბრაზებს. ქვეყნისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკავებულები არიან, არ უნდა გავჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.

აქცია არც ერთი დღე არ ყოფილა ძალადობრივი. ეს აქცია ყოველთვის იყო მშვიდობიანი, პრინციპული. პოლიციის ძალადობას ხალხისგან წინააღმდეგობა შეხვდა და ასეც გავაგრძელებთ. ისე არ იქნება, რომ პოლიცია თავს ესხმის ადამიანებს და ჩვენ წყნარად ვდგავართ, აუცილებლად გავცემთ პასუხს. ფეიერვერკებიც იქნება, ლაზერებიც იქნება, კვერცხებიც იქნება და რაც საჭიროა, ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გავწიოთ, ამიტომ კობახიძის მცდელობას, დისკრედიტაციასა და ტყუილების ლაპარაკს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობის მოძრაობას ყველა კანონიერი, ოღონდ ძალიან მძლავრი ხერხებით. არავინ აპირებს, რომ დააჩაგვრინოს საკუთარი მოქალაქეები".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  3. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…