საქართველოს ბანკის ESG მიმართულების ხელმძღვანელმა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე, ორ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა.
პირველი პანელური დისკუსია - „ფინანსური სექტორის წვლილის ზრდა კლიმატის ტრანზიციის პროცესში განვითარებად ბაზრებსა და ეკონომიკებში“ მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა. ამ შეხვედრაზე ანა ოსაძემ საქართველოს ბანკის პრაქტიკაზე ისაუბრა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით. მან მიმოიხილა ის გამოწვევები, რომლებიც მონაცემების ნაკლებობას უკავშირდება. მისი საუბარი, ასევე, შეეხო მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც მდგრადი დაფინანსების კუთხით არსებობს და განიხილა სამომავლო გეგმებიც, რომლებიც ბანკს მდგრადობის მიმართულებით აქვს განსაზღვრული.
ამ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ:
· სატოში იკედა, იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოს უფროსი მდგრადი ფინანსების მიმართულებით,
· კონსტანცა შალშა, BPN Paribas-ის მდგრადი კორპორაციული და ინსტიტუციური საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი
· მაიტე პინა, Lendable-ის მდგრადი დაფინანსების ხელმძღვანელი.
მეორე პანელურ დისკუსიაზე - „მდგრადი დაფინანსება: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“, ანა ოსაძემ საქართველოს ბანკში დანერგილი ინიციატივების შესახებ ისაუბრა. პანელი ორგანიზებული იყო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ.
პანელური დისკუსის მონაწილეებმა მკაფიო ანგარიშგების, რეგულაციების შესაბამისობისა და მდგრად დაფინანსებაში პასუხისმგებლიანი ინვესტირების პრაქტიკების შესახებ იმსჯელეს.
სესიაზე ასევე განხილული იყო საუკეთესო პრაქტიკები, გამოწვევები და ახალი სტანდარტები, რომლებიც აძლიერებს ანგარიშვალდებულებას და ორგანიზაციებს მდგრადი ფინანსური ინიციატივების განხორციელებაში ეხმარება.
ამ პანელზე მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების აზერბაიჯანის ქსელის ქვეყნის მენეჯერმა, სამირ მამადოვმა, აზერბაიჯანის მეწარმეობის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოსმან ხალიევმა, თურქეთის განვითარების საინვესტიციო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, იბრაჰიმ ოზთოფმა და Freedom Holding Corp-ის მდგრადობის მთავარმა ოფიცერმა ბაგლანა მუსინამ.
"მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაში და ვყოფილიყავი ორი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დისკუსიის სპიკერი. მდგრადი დაფინანსების საკითხი დროთა განმავლობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. იგი დაკავშირებულია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კულტურის ჩამოყალიბებასთან, რომელიც ორგანიზაციებს მდგრადობასა და დადებითი გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის მოხდენაში გვეხმარება. პანელურ დისკუსიაში ჩვენ ვისაუბრეთ მკაფიო, სტანდარტიზებული ანგარიშგების და მდგრადი ფინანსური ეკოსისტემის შექმნაზე. ასევე, მდგრადი ინვესტიციების როლზე. საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდება მდგრადი ფინანსური ეკოსისტემის ჩამოყალიბება“, - ამბობს ანა ოსაძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკში, ESG სტრატეგია ბიზეს სტრატეგიის ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური ინსტიტუტი ESG კრიტერიუმებს ითვალისწინებს როგორც ბიზნეს დაკრედიტების, ისე შემდგომი მონიტორინგის, შესყიდვებისა თუ თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს.
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა. პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა.
გადახედვა
-
ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა
გადახედვა
-
IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს
გადახედვა
-
ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა
-
"მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს "მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს
გადახედვა
-
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია" პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია"
გადახედვა
-
რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე? რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე?
გადახედვა
-
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი
-
სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის
-
კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან
-
"ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა" — მამუკა მდინარაძე ე.წ. რიყის დოქებზე "ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა" — მამუკა მდინარაძე ე.წ. რიყის დოქებზე
გადახედვა
კომენტარები