ლევან იოსელიანი

19 Nov. 2024, 14:20

"სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ ესწრებიან უშუალოდ ღონისძიებას. იმისთვის, რომ ადეკვატურად შევაფასოთ აქციაზე არსებული ვითარება, ამას სჭირდება სრული სურათი. აქციაზე ყოფნა ამ სრულ სურათს ვერ უზრუნველყოფს. იქ მხოლოდ ხედავ ერთ კონკრეტულ სივრცეს. ჩვენი თანამშრომლები ამას უყურებენ სოციალურ ქსელის საშუალებით, ტელევიზიით.

არაერთხელ გინახავთ, რომ თუ ჩვენი რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა დროულად მოინახულონ, მე მივდივარ და ვხვდები დაკავებულებს. არ არის ახლა დაკავებულების ის რაოდენობა, რომ ჩემი მისვლა იყოს საჭირო.

რაც შეეხება აქციას და აქციაზე დაკავებულ პირებს. ჩვენ ამის შესახებ განცხადება გავავრცელეთ. მას შემდეგ, რაც დაიწყო აქციაზე ადამიანების დაკავება და ამის შესახებ ცნობილი გახდა, მაშინვე დაიწყეს ჩვენმა წარმომადგენლებმა ამ ადამიანების მოძიება, გაემართნენ დაკავების იზოლატორებში და ყველა დაკავების შემთხვევაზე გვაქვს შესაბამისი საოქმო ჩანაწერი, რეაგირება. არამარტო დღეს, არამედ 2 დღის წინ დაკავებულებიც მოვინახულეთ. ვინც აცხადებს ძალადობის შესახებ და გვაწვდის ინფორმაციას, მათი განცხადებები გადაეგზავნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შესაბამის უწყებებს.

რაც შეეხება მედიის მიმართ არსებულ საკითხს. არაერთგზის გამიკეთებია განცხადება, რომ ყველას უნდა მიეცეს თავისუფალ გარემოში საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა. დაუშვებელია მედიის მიმართ რაიმე ტიპის ძალადობა და ხელისშეშლა. მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ჩვენ ვნახეთ მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტები, რომლის შესახებაც ჩვენ შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. რა დოკუმენტაციაც შევკრიბეთ, გადაეგზავნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, სახელმწიფოს გამოხატულ ძალადობას უნდა მოჰყვეს შესაბამისი მკაცრი და დროული რეაგირება, რომ სისტემური ხასიათი არ მიიღოს, რაც შეეხება ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ ძალადობას, სახელმწიფოს ადეკვატური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. არ უნდა დავუშვათ რომ მედიას ფიზიკური პირი იქნება, თუ სახელმწიფოს წარმომადგენელი ისეთი ძალადობა მიაყენოს, რომ ხელი შეუშალოს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა

ისლანდიამ აშშ-ის ელჩი მას შემდეგ დაიბარა, რაც დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ისლანდია…