შემოსავლების სამსახური ამოუღებელი დებიტორული დავალიანებებისა და გადახდილი ავანსების დაბეგვრის მიდგომას ცვლის
ფოტო: Kreston Georgia
2024 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა ცვლილება „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, რისი მიხედვითაც შემოსავლების სამსახური ამოუღებელი დებიტორული დავალიანებებისა და შეძენისას გადახდილი ავანსების დაბეგვრის ნაწილში ახალ მიდგომებს გამოიყენებს, თუ გარკვეული ვადის განმავლობაში არ მოხდება ასეთი დებიტორული დავალიანების დაფარვა ან გადახდილი ავანსებისა სანაცვლოდ საქონლის ან მომსახურების მოწოდება.
შემოსავლების სამსახურის ახალი მიდგომის მიხედვით საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების (მოთხოვნის) „გონივრულ ვადაში“ გადაუხდელობის შემთხვევაში სამსახური აღნიშნულ თანხებს ჩათვლის ანაზღაურებულად და დაბეგრავს როგორც მიმწოდებელი პირის მიერ მიღებული და დირექტორზე გაცემული ხელფასი, ანუ აღნიშნული თანხებს დაბეგრავს საშემოსავლო გადასახადით.
როგორც ახალ მეთოდურ მითითებაში ვკითხულობთ იგივე მოხდება საქონლის/მომსახურების შესაძენად გადახდილი ავანსების შემთხვევაში, რა დროსაც ახალი მიდგომის მიხედვით თუ „გონივრულ ვადაში“ არ მოხდება გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მოწოდება, აღნიშნული თანხები ასევე დაიბეგრება ხელფასად ავანსის გადამხდელ საწარმოში.
განახლებული მეთოდური მითითების მიხედვით, ასეთი დებიტორული დავალიანებების ან ავანსების გამოვლენის შემთხვევაში, ანაზღაურებული თანხა, ანაზღაურების მომენტში დაკვალიფიცირდება როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი და დაექვემდებარება გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, მაშინ როცა ცვლილებამდელი მიდგომით შესაძლებელი იყო აღნიშნული თანხა სათანადო მტკიცებულების და ახსნა-განმარტების საფუძველზე დაკვალიფიცირებულიყო როგორც გაცემული სესხი, კაპიტალის შემცირება ან დივიდენდი. შესაბამისად, შესაძლებელი იყო აღნიშნული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად დაბეგრილიყო ნაკლების გადასახადებით ან არ დაბეგრილიყო საერთოდ (კაპიტალის შემცირების შემთხვევა)
აუნაზღაურებელი დებიტორული დავალიანების დაბეგვრა
როგორც ზემოთ აღინიშნა შემოსავლების სამსახურის ახალი მიდგომის მიხედვით თუ საქონლის ან მომსახურების მიწოდების შემთხვევაში წარმოიქმნება დებიტორული დავალიანება რომელიც აღნიშნული ბიზნეს სექტორისთვის დამახასიათებელ გონივრულ ვადაში არ იქნება გადახდილი, შემოსავლების სამსახურმა შესაძლოა აღნიშნული თანხები ჩათვალოს როგორც ამოღებული დებიტორული დავალიანების თანხები და დაბეგროს დირექტორზე გადახდილ ხელფასად.
„გონივრულ ვადას“, რომლის გასვლის შემდგომაც დებიტორულ დავალიანებებთან ან/და გადახდილ ავანსებთან დაკავშირებით შესაძლოა განისაზღვროს დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოადგენს პერიოდი, რომელიც შესაბამისი ტიპის ოპერაციასთან/დარგთან მიმართებაში დამკვიდრებულია პრაქტიკაში ან/და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, ლოგიკურად/დამაჯერებლად იქნება მიჩნეული.
გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ასეთი მიდგომა შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყენებული იქნება როგორც არეზიდენტი საქონლის/მომსახურების მიმღებების, ასევე რეზიდენტების შემთხვევაში.
უცვლელად გთავაზობთ შემოსავლების სამსახურის ახალ მეთოდურ მითითებაში მოყვანილ მაგალითს:
მაგალითი №7
2023 წლის 1 აპრილს დაინიშნა შპს „A“-ს 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შპს „A“-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავეჯის შეძენა-რეალიზაცია.
შესამოწმებელ პერიოდში, 2021 წლის 1 თებერვალს, შპს „A“-მ შემდგომი გადახდის პირობით შპს „B“-ს მიაწოდა 100 000 ლარის ღირებულების ავეჯი. აღნიშნული ოპერაცია შპს „A“-მ ასახა ბუღალტრულ აღრიცხვაში.
2022 წლის 15 იანვარს შპს „B“-მ შპს „A“-ს აუნაზღაურა დებიტორული დავალიანების ნაწილი – 20 000 ლარი, ხოლო 2023 წლის 1 მარტს აუნაზღაურა 10 000 ლარი. აღნიშნული თანხების ანაზღაურება ასახულია შპს „A“-ს ბუღალტრულ აღრიცხვაში.
დებიტორული დავალიანების წარმოშობის თარიღიდან გონივრულ ვადაში – 12 კალენდარული თვის გასვლის შემდეგ, ამავდროულად საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, კერძოდ 2023 წლის 1 აპრილამდე, შპს „B“-ს მიერ შპს „A“-ს მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების დარჩენილი ნაწილი – 70 000 ლარი არ არის ანაზღაურებული. ასევე, არ დასტურდება მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი.
შეფასება და შედეგი
შემოსავლების სამსახური 70 000 ლარს დაბეგრავს საშემოსავლო გადასახადით, როგორც საქონლის მყიდველის მიერ კომპანიაზე გადახდილ და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასის თანხას.
გადახდილი ავანსების დაბეგვრა
როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ ახალ მეთოდურ მითითებაში ვკითხულობთ იგივე მიდგომები იქნება გამოყენებული გადახდილი ავანსების შემთხვევაშიც, კერძოდ მაშინ თუ კომპანიამ საქონლის ან მომსახურების შესაძენად გადაიხადა ავანსის თანხები და აღნიშნულის შემდგომ საქონლის ან მომსახურების მოწოდება მომწოდებლის მხრიდან არ მომხდარა აღნიშნული დარგის ან კონკრეტული გარიგებისთვის განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
მეთოდურ მითითების მიხედვით ამ შემთხვევაშიც გადამხდელის მიერ გადახდილი ავანსის თანხები შესაძლოა დაიბეგროს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, როგორც არარეზიდენტი მომწოდებლის, ასევე რეზიდენტი საქონლის/მომსახურების მომწოდებლის შემთხვევაში.
გთავაზობთ შემოსავლების სამსახურის ახალ მეთოდური მითითებიდან შესაბამის ამონარიდს:
მაგალითი №5
2023 წლის 1 აპრილს დაინიშნა შპს „A“-ს 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შპს „A“-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავეჯის შეძენა-რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს განხორციელებული აქვს მხოლოდ ორი ოპერაცია:
1. 2021 წლის 1 თებერვალს, შპს „A“-მ მომწოდებელ შპს „B“-ს გადაუხადა ავანსი 100 000 ლარი შემდგომში ავეჯის მოწოდების პირობით. აღნიშნული ოპერაცია შპს „A“-მ ასახა ბუღალტრულ აღრიცხვაში. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა შპს „B“-ს მიერ შპს „A“-სთვის 1 000 ერთეული იდენტური მაგიდის მიწოდებას.
2. შპს „B“-მ 2021 წლის 1 დეკემბერს შპს „A“-ს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავეჯის ნაწილი – 300 მაგიდა, რაც დასტურდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით, სასაქონლო ზედნადებით და თანმხლები დოკუმენტებით. შპს „A“-მ აღნიშნული ოპერაცია ასახა ბუღალტრულ აღრიცხვაში და ამავე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოახდინა გადახდილი ავანსის ნაწილის – 30 000 ლარის რეკლასიფიცირება/ჩახურვა.
ავანსის გადახდის თარიღიდან გონივრულ ვადაში – 12 კალენდარული თვის გასვლის შემდეგ, ამავდროულად საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, კერძოდ 2023 წლის 1 აპრილამდე, არ დასტურდება შპს „B“-ს მიერ საქონლის დარჩენილი ნაწილის შპს „A“-სთვის მიწოდების ფაქტი, ამასთან, არ დასტურდება ავანსის თანხის დარჩენილი ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი.
შეფასება და შედეგი
შემოსავლების სამსახური 70 000 ლარს დაბეგრავს საშემოსავლო გადასახადით, როგორც კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასის თანხას.
სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები
უნდა აღნიშნოს რომ შემოსავლების სამსახურში მეთოდური მითითების გამოქვეყნებამდე არ არსებობდა ერთიანი მიდგომა ასეთი დებიტორული დავალიანებისა და ავანსის თანხების დაბეგვრასთან მიმართებაში, თუმცა მეორეს მხრივ არც გონივრული ვადების განსაზღვრის შესახებ არ არსებობდა რაიმე მიდგომა. დებიტორული დავალიანების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური მის მიერ გამოცემულ სიტუაციურ სახელმძღვანელოს მიხედვით გარანტირებულად არ იბეგრებოდა 2 შემთხვევა:
1. არ იბეგრებოდა დებიტორული დავალიანების თანხები თუ გადამხდელი დაიწყებდა შესაბამის დავას სასამართლოში.
2. თუ აღნიშნული დებიტორული დავალიანების თანხა ნაკლები იქნებოდა ასეთი ვალის ამოღების ხარჯებზე.
აღსანიშნავია რომ ახალ მეთოდურ მითითებაში აღარ არის საუბარი ზემოთ ჩამოთვლილიდან მე-2 შემთხვევაზე, შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული დებიტორული დავალიანების თანხა ნაკლები იქნება ასეთი ვალის ამოღების ხარჯებზე, დებიტორული დავალიანების თანხების დაბეგვრა ავტომატურად არ გამოირიცხება და დაბეგვრის საკითხი მაინც დაექვემდებარება ინდივიდუალურ შესწავლას.
ამასთან ძველი მიდგომების მიხედვით ამოუღებელი დებიტორული დავალიანების თანხები, პოტენციურად შესაძლოა დაბეგვრილიყო განსხვავებული წესით ან არ დაბეგრილიყო საერთოდ (განხილულიყო როგორც დირექტორისთვის გაცემული უპროცენტო სესხი ან დამფუძნებლის მიერ გაზრდილი კაპიტალის შემცირება) თუმცა ახალი მიდგომის მიხედვით დაბეგვრა მხოლოდ და მხოლოდ ხელფასად უნდა განხორციელდეს. ამასთან სესხის გაცემის, კაპიტალის შემცირების, დივიდენდის განაწილების, ხარჯის გაწევის ან/და სხვა ოპერაცი(ებ)ის ამსახველი დოკუმენტები, მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ოპერაციაზე სათანადო ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე, რაც იმაზე მიანიშნებს რომ თუ შემოწმების ეტაპზე არ იქნება წარდგენილი აღნიშნული დოკუმენტაცია, დავის ეტაპზე დოკუმენტაციის გათვალისწინება აღარ მოხდება.
Kreston Georgia-ს მოსაზრება
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიდგომის გამოყენება შესაძლოა გარკვეულწილად ლოგიკურიც კი იყოს, ჩვენი მოსაზრებით მეთოდური მითითების ასეთი ფორმით ამოქმედებამ შესაძლოა დიდი ორაზროვნება და გაუგებრობა წარმოშვას. მიგვაჩნია, რომ მინიმუმ დასაზუსტებელია ის კრიტერიუმები, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობითაც მოხდება ხსენებული „გონივრულობის ვადის“ გასაზღვრა, ასევე გაუგებარია რატომ არ უნდა მოხდეს ზოგიერთ შემთხვევაში საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად განხილვა, რაც ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასული საწარმოების შემთხვევაში დაბეგვრას საერთოდ არ ექვემდებარება.
მეთოდური მითითება ამოქმედა ხელმოწერისთანავე რაც მიანიშნებს იმაზე რომ იგი 2024 წლის ოქტომბრის თვიდან არის ძალაში.
Kreston Georgia არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის, Kreston Global-ის წევრ აუდიტორულ კომპანიას საქართველოში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს აუდიტისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს. კრესტონის გლობალური ქსელი 115 ქვეყანაში, 830 ოფისით ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი, აერთიანებს 27.000 თანამშრომელსა და 160 წევრ ფირმას.
-
ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: თორნიკე რაზმაძე ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს არჩილ გორდულაძე: თორნიკე რაზმაძე ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს
გადახედვა
- წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგსტრირდა — საქსტატი წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგსტრირდა — საქსტატი
-
ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა
გადახედვა
-
4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება 4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება
გადახედვა
-
რუსული მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება — დეტალები რუსული მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა" თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული
გადახედვა
-
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
გადახედვა
-
ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს
გადახედვა
-
საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?
გადახედვა
-
უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
"ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა "ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა
გადახედვა
-
"დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება "დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
კომენტარები