განათლების გზაზე არ გაჩერდე — საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს - 40-ზე მეტი პროექტი და 120 000-ზე მეტი ბენეფიციარი, ეს ინიციატივების მხოლოდ ნაწილია.
საქართველოს ბანკის სტიპენდიები 22 უნივერსიტეტში
ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, საქართველოს ბანკი სტიპენდიების პროექტს ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში 22 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება და გააგრძელონ სწავლა სასურველი მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ, გამარჯვებულებს კი საქართველოს ბანკთან ერთად ავლენენ. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდიით უკვე 160-ზე მეტი სტუდენტი სარგებლობს და მათი, ისევე როგორც პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობა, ყოველწლიურად იზრდება.
“მსგავსი პროგრამები ჩვენთვის დიდი მოტივატორია, რადგან სტიპენდიატობა გარწმუნებს, რომ შენი შრომა ფასდება. სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ არასდროს დანებდნენ, რადგან როგორი რთულიც არ უნდა იყოს სწავლის პროცესი, ძალისხმევა აუცილებლად დაფასდება”, - აღნიშნავს საბინა ფარაჯევა, ილიაუნის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი.
CHEVENING-ი, Fulbright-ი და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიები
უკვე 11 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ საქართველოს ბანკის დაფინანსება CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში და ისწავლონ დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში 100%-იანი დაფინანსებით. აღსანიშნავია, რომ ბანკის სტიპენდია ახალგაზრდა პროფესიონალებს ცხოვრების ხარჯსაც უფინანსებს.
ჯამურად უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 60-მდე სტიპენდიატი, მათი რაოდენობა კი წლიდან წლამდე მზარდია.
„წარმატებისკენ მიმავალი გზა მიზნით იწყება, მისი ასრულება კი მხოლოდ გამბედაობასა და მაქსიმალური ძალისხმევის გაღებას შეუძლია. ამასთან, იყავით მომთმენი, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და თქვენ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. მხოლოდ დაუღალავი შრომით არის შესაძლებელი პროფესიული თვალსაზრისით განვითარება. შესაძლოა, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლება შეგხვდეთ, მაგრამ სცადეთ, დაბრკოლება აქციოთ შესაძლებლობად, რაც დასახულ მიზნამდე აუცილებლად მიგიყვანთ“, - ნანა გელაშვილი, საქართველოს ბანკის 2024 წლის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში.
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები 11 რეგიონის 24 სკოლაში
მოსწავლეებისთვის განათლებისა და შემეცნებისთვის საჭირო ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2019 წლიდან საქართველოს ბანკი ბიბლიოთეკების პროექტს ახორციელებს. მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები უკვე საქართველოს 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების და შემეცნების სივრცეს.
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკების გახსნის შემდეგ, გაორმაგდა და, რიგ შემთხვევებში, გასამმაგდა სკოლის მოსწავლეების მიერ წაკითხული წიგნების რაოდენობა. 5-ჯერ გაიზარდა ბიბლიოთეკების გამოყენების სიხშირეც – აღნიშნული სივრცე გახდა მოსწავლეების საყვარელი შეკრების ადგილი, სადაც მათ ჩამოაყალიბეს წიგნის, კინოს, დებატების, გერმანული და ქართული ენების კლუბები.
“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა ჩვენთვის ძალიან ბევრი შესაძლებლობის მომცემია. აქ შეგვიძლია ყოველდღიურად რაღაც ახლის აღმოჩენა იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რითაც იდეათეკის ფერადი სივრცეა აღჭურვილი. შეგვიძლია წავიკითხოთ წიგნები, ვიმუშაოთ ინდივიდუალურ თუ ერთობლივ პროექტებზე, ვუყუროთ შემეცნებით ფილმებს და სხვა. რაც საგანმანათლებლო პროცესის საინტერესოდ წარმართვაში გვეხმარება. ამასთან, იდეათეკა, თავისი იდეით - არ გაჩერდე, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის პიროვნული და გონივრული განვითარებისთვის”, – ამბობს ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ბერიძე.
STEM სკოლა - 800 მოსწავლე, 150-ზე მეტი სტიპენდიატი
ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებით - STEM-ით (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მოსწავლეების დაინტერესების მიზნით, 2023 წლიდან საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს. მასში მონაწილეობის მიღება VII-XI კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდები იძენენ STEM მიმართულებით როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას, რაც მათ მომავლის პროფესიების შერჩევაში ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 60 სტიპენდიატს ასახელებს და მათ სწავლის ხარჯებს უფინანსებს.
ამასთან, STEM სკოლაში გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში ტარდება, რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად დაესწრონ გაკვეთილებს და მიიღონ ხარისხიანი განათლება.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში განათლება 800-მა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს ბანკის სტიპენდიით კი 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლა.
ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული და მხარდაჭერილი პროექტების მხოლოდ ნაწილია.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროექტებსაც, როგორიცაა საქართველოში ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადის - ევერესტის, კინგსის, ეკონომიკის ოლიმპიადის, საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდაჭერა.
განათლების გზაზე არ გაჩერდე, აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული და მხარდაჭერილი პროექტები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
-
უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ
გადახედვა
-
IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
კომენტარები