Axios: ანონიმური წყაროს თქმით, ტრამპთან და მასკთან საუბარი ზელენსკისთვის იმედისმომცემი იყო
Axios ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი ზელენსკისთვის გარკვეულწილად იმედისმომცემი იყო. ამასთან, მასში SpaceX-ის, Tesla-ს, Starlink-ისა და X-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკიც მონაწილეობდა.
გამოცემა სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკი სატელეფონო ზარს დადებითად აფასებს და მის შედეგად ზელენსკის აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერის შეწყვეტასა და ტრამპის პრეზიდენტობაზე შიშები არ გასჩენია. ერთ-ერთმა წყარომ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ საუბარმა "ზელენსკის სასოწარკვეთილების განცდა არ დაუტოვა".
Axios-ის წყაროები ამბობენ, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის საუბარი დაახლოებით 25 წუთი გაგრძელდა. მათი თქმით, მილოცვის შემდეგ ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას მხარს დაუჭერდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ. გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, მასკმა საუბრისას თქვა, რომ Starlink-ით უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებდა.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ზელენსკიმ კარგის ნიშნად აღიქვა, რომ მასსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე შედგა, პუტინთან კი არჩეულ პრეზიდენტს ჯერ არ უსაუბრია.
"არაფერი, რაც ზელენსკიმ და მისმა თანაშემწეებმა ტრამპისგან პირადად მოისმინეს, არ ყოფილა შემაშფოთებელი ან უგრძნობინებია, რომ უკრაინა იქნება ის, რომელიც ფასს გადაიხდის". — თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც საუბარი მოისმინა.
სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ საჯაროდ თქვა, რომ ტრამპთან "შესანიშნავი სატელეფონო საუბარი" ჰქონდა.
"ჩვენ მჭიდრო დიალოგის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე შევთანხმდით. აშშ-ს ძლიერი და შეურყეველი ლიდერობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მსოფლიოსა და სამართლიანი მშვიდობისთვის". — თქვა ზელენსკიმ.
მანამდე, ზელენსკი ტრამპს სექტემბრის ბოლოს შეხვდა. გამოცემის სამი წყაროს თანახმად, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას არ მიატოვებდა, მაგრამ ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზების ცდასაც შეეცდებოდა.
ტაბულას თარგმანი
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები