ADC*E-ს ევროპულ ფესტივალზე BOG sCoolApp-ის თამაშისთვის შექმნილი კამპანია Shortlist-შია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ADC*E-ს ევროპულ კრეატიულ ფესტივალზე, საქართველოს ბანკის sCoolApp-ის თამაშისთვის - „სხვა სამყაროსთვის“ სააგენტო Redberry-ს მიერ შექმნილი კამპანია დიზაინის კატეგორიაში shortlist-ში დასახელდა.
ADC*E-ს ფესტივალი ბარსელონაში 21-22 ნოემბერს იმართება და ის ევროპაში საუკეთესო დიზაინისა და სარეკლამო პროექტების გამოვლენას ემსახურება. მასში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ პროექტს ქვეყნის დონეზე ჰქონდეს მოპოვებული აღიარება.
საქართველოს ბანკისა და Redberry-ს თანამშრომლობით შექმნილმა „სხვა სამყარომ“ წელს საქართველოში, ბათუმში გამართულ Ad Black Sea-ს საერთაშორისო ფესტივალზე უკვე მოიპოვა ბრინჯაოს (GAMING-LED BRAND EXPERIENCE-ის კატეგორია) და ვერცხლის (ილუსტრაციების კატეგორია) მედლები.
აღსანიშნავია, რომ წელს, ADC*E-ს გამარჯვებულები The One Club-ის საერთაშორისო კრეატიულ რეიტინგში მოხვდებიან, რომელიც მსოფლიოს წამყვან სააგენტოებს, ბრენდებს, ნამუშევრებსა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს.
„დავალება რომ მივიღეთ, სადაც ბავშვებისთვის ფინანსური განათლება სახალისოდ უნდა გვესწავლებინა, პირველ რიგში, დავიწყეთ ძიება რა იყო, ის, რასაც ჩვენს ბავშვობაში დაუღალავად ვუყურებდით, ვკითხულობდით და წლების მერეც გვახსოვდა, ანუ ერთგვარი გაკვეთილებივით დაგვრჩა. ამ მაგალითების გათვალისწინებით შევქმენით "სხვა სამყარო", სადაც თითოეული პერსონაჟი მთავარ ფაბულასთან (დაკარგულ ასტეროიდთან) ერთად საკუთარ სამყაროს ქმნის. ეს სამყარო თანდათან გაიზარდა და ჯერ Ad Black Sea-დან წამოიღო ჯილდოები, ახლა კი ADC*E-ის shortlist-შია, რაც ნიშნავს, რომ ილუსტრაციებმა, ინსაითებმა, ჩვენმა გმირებმა და მოსწავლეებამდე განათლების სახალისოდ მიტანამ, არა მარტო ბავშვებში, არამედ უფროსი ასაკისა და უცხო ეროვნების ადამიანებშიც იპოვა რეზონანსი. sCoolApp-თან ერთად პროექტს ვაგრძელებთ და ამ ფანტასტიკური სამყაროს თავგადასავალი, საბედნიეროდ, აქ არ სრულდება“, - აღნიშნავს ანუცა ჟორჟიკაშვილი, Redberry-ს ლიდ კრეატიული ქოფირაითერი.
"სხვა სამყარო" როგორც ჩვენი, ასევე ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი ფუნქციონალია sCoolApp-ში. გემიფიკაციის საშუალებით ბავშვებისთვის ფინანსური განათლება სახალისო, ყოველდღიურობაში ხელმისაწვდომი და ინტერაქციული გავხადეთ. სწორედ ეს ერთიანობა აქცევს ფუნქციონალს უნიკალურს. გვიხარია, რომ ბავშვების ჩართულობასთან ერთად „სხვა სამყარომ“ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კრეატიული ფესტივალების მოწონებაც დაიმსახურა. თუ აქამდე სხვა ქვეყნების საბავშვო საბანკო აპლიკაციების საუკეთესო პრაქტიკებიდან ვიღებდით ინსპირაციას, ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ sCoolApp-ის გემიფიკაცია ერთ-ერთი მისაბაძი გახდა ევროპის მასშტაბით. Redberry-ის კრეატიულ პროფესიონალებთან თანამშრომლობა ჩვენთვის უდიდესი სიამოვნებაა. პროცესში ერთ გუნდად, ერთი მიზნით ვცდილობთ პატარა მომხმარებლებისთვის უნიკალური გამოცდილებები შევქმნათ. ჩვენთვის ADC*E-ს shortlist-ი ძალიან ბევრს ნიშნავს და არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ იგივე მოტივაციით „სხვა სამყაროს“ განვითარებას”, - აღნიშნავს თამუნა ნოზაძე, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი.
ინფორმაციისთვის, ADC*E ევროპული კრეატიული ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად თავს უყრის სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს - ადამიანებს, ვისაც სურთ განახორციელონ ცვლილება და დანერგონ ინოვაცია კრეატიულობის მეშვეობით.
ფესტივალი კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, გამოფენებისა და ნეთვორქინგის სივრცეების დახმარებით მონაწილეებს დიზაინისა და ახალი კრეატიული გადაწყვეტების გარშემო აერთიანებს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები