"ინდ. მეწარმეების გათამაშება დამატებითი რესურსების მოძიების კარგი შესაძლებლობაა"
ფოტო: საქართველოს ბანკი
Pauline Wears ვინტაჟური სამოსის პირველი ონლაინ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც ორმა მეგობარმა, მარიამ ქორიძემ და ქეთევან შედანიამ 2016 წელს დააარსა. როგორც მისი თანადამფუძნებელი, მარიამ ქორიძე იხსენებს, მაშინ ქართულ ბაზარზე არ არსებობდა მსგავსი კონცეფციის მაღაზია. მეგობრებს კი უნიკალური და განსხვავებული სტილის სამოსის მიმართ ინტერესი აერთიანებდა და გადავწყვიტეს, ყოფილიყვნენ პირველები, ვინც საკუთარ ხედვას ქართველ მომხმარებელს სრულიად ახლებური გზით გაუზიარებდა.
„დაარსების დღიდან ვცდილობთ, საგულდაგულოდ შევარჩიოთ უნიკალური ნივთები. ჩვენი პრიორიტეტი ხარისხი და ავთენტურობაა, ვეძებთ ნივთებს, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურადაა მიმზიდველი, არამედ მდგრადობის პრინციპებსაც პასუხობს. გარდა ამისა, ჩვენი გამოცდილება და მიდგომა, რომ მუდმივი კომუნიკაციაში ვიყოთ მომხმარებლებთან, გავიგოთ მათი პრიორიტეტები და გავითვალისწინოთ რჩევები, ძლიერ კავშირს ქმნის ბრენდსა და ადამიანებს შორის. ამ ყველაფერმა ამ დროის განმავლობაში მეგობრულ ერთობად ჩამოგვაყალიბა, რაც ძალიან გვახარებს“, - ამბობს მარიამი.
დროთა განმავლობაში Pauline Wears-ის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა და ისინი ხშირად გამოხატავენ მადლიერებას გაწეული მომსასურებისთვის. როგორც თანადამფუძნებელი აღნიშნავს, მომხმარებლები განსაკუთრებით აფასებენ მათ ყურადღებასა და დეტალებზე ორიენტირებულობას, მოსწონთ ვინტაჟური მოდის გარშემო გაერთიანებული თანამოაზრეთა წრე, რომელიც ბრენდმა შეკრიბა და სივრცე, სადაც ისეთი უნიკალური ნივთების პოვნაა შესაძლებელი, რომლითაც საკუთარ ინდივიდუალობას გამოხატავ და მდგრადობის ღირებულებებსაც შეინარჩუნებ.
ბრენდის შექმნამდე მარიამმა ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი მიიღო. ამბობს, რომ ეს სტატუსი გადაწყვეტილებების მარტივად მიღებისა და ოპერაციული მოქნილობის საშუალებას აძლევს.
„როგორც ინდივიდუალური მეწარმე, სრულად ვარ ჩართული საკუთარი ბიზნესის საქმიანობაში, თავად ვმართავ პროცესებს, რაც მეხმარება, სწრაფად ვუპასუხო ბაზრის ცვლილებებსა თუ მომხმარებელთა საჭიროებებს. მნიშვნელოვანია საგადასახადო საკითხიც. ინდივიდუალური მეწარმის, კონკრეტულად კი მცირე მეწარმის სტატუსს, სხვა ბიზნეს ფორმებთან შედარებით, უფრო შეღავათიანი პირობები აქვს, რაც ნიშნავს მეტი ყურადღების დათმობას უშუალოს ბიზნესის ზრდაზე და სერვისის გაუმჯობესებაზე. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ინდივიდუალური მეწარმეობა საშუალებას მაძლევს, ძლიერი ურთიერთობები დავამყარო ჩემს მომხმარებლებთან და გავაჩინო ნდობა“, - ამბობს ის.
Pauline Wears-ის დამფუძნებლები საქართველოს ბანკის ინდივიდუალური მეწარმეების გათამაშებაში უკვე ჩაერთნენ და მას დამატებითი რესურსების მოძიების კარგ საშუალებად აფასებენ.
„როგორც კი შევიტყვეთ საქართველოს ბანკის ინდ მეწარმეების გათამაშების შესახებ, მალევე ჩავერთეთ. ძალიან მისასალმებელია საქართველოს ბანკის ძალისხმევა, მხარი დაუჭიროს მცირე თუ საშუალო ბიზნესებს. ფულადი პრიზის მოგების შესაძლებლობა კი დამატებითი სტიმულია ინდ. მეწარმეებისთვის. ეს არის ძალიან კარგი გზა რესურსების მოსაძიებლად, რაც ბიზნესის გაფართოებასა და პოტენციალის გაუმჯობესებაში შეიძლება დაგვეხმაროს“, - ამბობს მარიამი.
მთავარი პრიზის მოგების შემთხვევაში, დამფუძნებლები მათ მთავარ სურვილს რეალობად აქცევენ:
„ჩვენ და ჩვენს მომხმარებლებს დიდი სურვილი გვაქვს, თბილისში არსებობდეს Pauline Wears-ის ფიზიკური მაღაზია. ონლაინ პლატფორმები ძალიან წარმატებულია, მაგრამ გვჯერა, რომ ფიზიკური სივრცის არსებობა განსხვავებული და ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის. ბევრი მათგანი საკუთარ ხედვასაც გვიზიარებს, თუ რა ტიპის სივრცეს წარმოიდგენენ ჩვენი მაღაზიის სახით. დიდი ხანია, გვინდა ამ იდეის განხორციელება და ვფიქრობთ, მოგების შემთხვევაში, ინვესტიციას სწორედ ამ მიმართულებით გავაკეთებთ“.
სამომავლოდ კი Pauline Wears-ის მთავარი მიზანი ზრდას უკავშირდება - სურთ, კოლექციას კიდევ უფრო უნიკალური ნივთები შემატონ და თავი ევროპულ ბაზარზეც დაიმკვიდრონ. ბრენდის მიზნებს შორის, ასევე, სხვადასხვა სოციალური აქტივობითა თუ შეთავაზებებით, მომხმარებელთან კავშირების გაღრმავება და ვინტაჟური მოდის სამყაროში გამორჩეული ადგილის შენარჩუნებაა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები