ანა ნაცვლიშვილი არჩევნების გაყალბების ფაქტების გამოსაძიებლად ევროკავშირის მექანიზმის ჩართვას ითხოვს
კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი ანა ნაცვლიშვილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ტვ პირველის მომზადებულ სიუჟეტებს გამოეხმაურა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ეს მასალები ადასტურებს მათი კოალიციის პოზიციას, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებული ფაქტები საერთაშორისო მისიამ უნდა გამოიძიოს.
"ჩვენ ვამბობთ, რომ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს, რომელიც ატარებს რუსეთის ჩარევის ნათელ კვალს საქართველოს არჩევნებში და რომელიც ატარებს მრავლობითი დანაშაულის ნათელ კვალს, ამას სჭირდება საერთაშორისო საგანგებო გამოძიება. ეს ვერ და არ იქნება გამოძიებული „ქართული ოცნების“ ჯიბის პროკურატურის მხრიდან ორი მიზეზის გამო, პირველი, ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდნენ ნათელია, რომ მათ ჰქონდათ დაუსჯელობის აბსოლუტური გარანტია და განცდა ამისა.
სხვა შემთხვევაში იმ დანაშაულებრივ სქემაში არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი მონაწილეობას არ მიიღებდა იმიტომ, რომ ნათელია, ისინი მრავლობითად არღვევდნენ კანონს და მონაწილეობდნენ დანაშაულში. რომ არ ჰქონოდათ ამ ადამიანებს, მათ შორის, უმთავრესად ორგანიზატორებს, ამ დაუსჯელობის სრული განცდა და გარანტია ხელისუფლებისგან მინიჭებული, ისინი ამ სქემაში მონაწილეობას რა საკვირველია არ მიიღებდნენ. ამიტომ, ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, არის სწორედ სამართალდამცველი უწყებების პასუხისმგებლობა მათ შორის პროკურატურის, რომელიც წლებია არ იძიებს საქმეებს და არათუ არ იძიებს საქმეებს, დაკავებულია მათი ჩაფარცხვით და მტკიცებულებების გაქრობით მნიშვნელოვანი საქმეებიდან.
მეორე, რომ ჰქონოდა საქართველოს პროკურატურას სურვილი და რეალური ნება არჩევნებთან დაკავშირებით მრავლობითი გაყალბების და დანაშაულების გამოძიების, მას არ დასჭირდებოდა საგამოძიებო სიუჟეტი და თავად მიიღებდა იმ ზომებს, რომელთა მიღებაც მას ევალება საქართველოს კანონმდებლობით“, — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის თქმით, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საჭიროა საგანგებო საგამოძიებო მექანიზმის შემუშავება საერთაშორისო მისიის მიერ.
"ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს ევროკავშირის მექანიზმი, რომელიც შეისწავლის ფაქტებს და დაადგენს მომხდარის დანაშაულებრივ ბუნებას სრულად მიუკერძოებლად, ყოველგვარი ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოების გარეშე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები