ხმები 100 და 150 ლარის სანაცვლოდ — "ტვ პირველის" ჟურნალისტური გამოძიება საარჩევნო დარღვევებზე
ფოტო: "შაბათის შოუ"
ტვ პირველის გადაცემა შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა ნაწილი ქართულმა ოცნებამ მოისყიდა. სიუჟეტის გმირები ამბობენ, რომ მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ 100 ან 150 ლარი აიღეს. ჟურნალისტურ გამოძიებაში სხვა ტიპის დარღვევებზეცაა საუბარი — ტვ პირველის ინფორმაციით, არჩევნები მიტოვებულ და ცარიელ სოფლებშიც ჩატარდა, ოქმები შეივსო და ხმათა უმრავლესობა ქართულმა ოცნებამ მიიღო.
მაგალითად — სოფელ ასპარაში თითქმის არავინ ცხოვრობს, თუმცა ამავე სოფლიდან ქართულ ოცნებას ხმა 92%-მა მისცა.
შემაჯამებელი ოქმის თანახმად არჩევნებში სულ 27 პირი მონაწილეობდა, აქედან 25-მა ხმა ქართულ ოცნებას მისცა, თუმცა როგორც გადაცემა "შაბათის ეთერიდან" ვიგებთ, ჟურნალისტებმა არა თუ 25, არამედ 5 ადამიანიც კი ვერ იპოვეს, ვინც სოფელში იქნებოდა.
ამასთან, ნინოწმინდის 30 უბანზე, იქაური მწყემსის მონაყოლიდან ვიგებთ, რომ არჩევნების დღეს რეგისტრირებული ამომრჩევლები, რომლებიც დიდი ხანია სომხეთში ცხოვრობენ, არჩევნების დღეს მიკროავტობუსით მიიყვანეს, ხოლო რამდენიმე კაცმა ყველას ნაცვლად მისცა ხმა.
ნინოწმინდაში ქართულმა ოცნებამ ხმების 88% მიიღო, რაც იმაზე მეტია, ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ნინოწმინდის სოფლებში გაუსაძლისი პირობებია — სოფლები იცლება. იგივე სურათია ახალქალაქის სოფელ ზემო სამსარში, სადაც არჩევნებზე წესით 191 მოქალაქე უნდა მისულიყო, აქედან 94%-ს ხმა ქართული ოცნებისთვის უნდა მიეცა.
რეპორტაჟისთვის ჟურნალისტებმა ისეთი ადამიანებიც იპოვეს, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებზე არ მისულან, ამბობენ, რომ პასპორტები გამგებელმა წაიღო. სავარაუდოდ, მმართველმა პარტიამ დაცლილ სოფელში 180 ხმა სწორედ ასე მიიღო.
ამასთან, გამოძიებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჟურნალისტებმა ხალხი კამერებთან იმის გამო ვერ ჩაწერეს, რომ მათი უმეტესობა დაშინებულია და ამის გამო, გამოძიების წარმოება მათ ფარულად მოუწიათ.
მოქალაქეებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ქართული ოცნებიდან ამოწმებდნენ ნამდვილად მიიღეს თუ არა ფული ხმების სანაცვლოდ და არაერთმა დაადასტურა, რომ პასპორტის გადაცემის სანაცვლოდ 100 ლარი გადაუხადეს.
"მოქალაქე, არმენ ოგანეზიანის მაგალითზე დგინდება, რომ დიდი სამსარის გამგებელი მაღალმთიან რეგიონში დარჩენილ ამომრჩევლებს 100 ან 150 ლარს ურიგებდა იმისათვის რომ ხმა "ქართული ოცნებისათვის" მიეცათ. მოქალაქეების მონაყოლის თანახმად, წინასწარ ჰქონდათ ჩამორთმეული ადგილობრივების პასპორტები და ხმას მათ ნაცვლად კომისიის წევრები აძლევდნენ, რომლებიც ასევე ოლიგარქის გუნდის წარმომადგენლები იყვნენ", — ვიგებთ გადაცემა "შაბათის ეთერიდან".
ჟურნალისტებმა გამოძიება ჩაატარეს სოფელ თირნაკშიც, რომელიც ასევე დაცლის პირასაა. არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე 61 ამომრჩეველი მივიდა და აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა ქართულ ოცნებას მისცა.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამგებელმა მთელი სოფელი ოჯახ ოჯახ დაიარა და ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ ადგილობრივებს 100-100 ლარი დაურიგა.
ამასთან ირკვევა, რომ ვინც სოფელში რეგისტრირებული არ ჩასულა, პირადი ნომრები ან პასპორტები დარჩენილებს გამოუგზავნეს, მათ კი ეს 100-100 ლარში გაცვალეს.
"ირკვევა ისიც, რომ სოფლიდან სხვა სოფლებში საცხოვრებლად გადასული ქალების ნაცვლად შევსებული ბიულეტენები 30 საარჩევნო უბნის ურნაში დროგამოშვებით ხვდებოდა. კომისიის წევრი, რეგისტრატორი ელენა დროის სიზუსტით იხსენებს რომელ საათზე და რამდენი ბიულეტენი ჩააყრევინეს თანასოფლელების ნაცვლად.
სურიკ კირაგოსიანი 30 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა. ბატონი სურიკა, რომელსაც "შაბათის ეთერი" "ქართული ოცების" შტაბიდან, სიების გადასამომწბერლად ჩასული კოორდინატორი ეგონათ, ჰყვება, როგორ აძლვდნენ ხმას სხვების ნაცვლად", — ვიგებთ "შაბათის ეთერიდან".
მსგავსი შემთხვევა აღმოაჩინეს ჟურნალისტებმა ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ ადგილას, სოფელ იხტილაში, ჯავახეთის მხარეში.
"ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადმოგზავნილი ოქმებით დგინდება, რომ გადამწყვეტ არჩევნებზე, 2021 წელთან შედარებით 160 ადამიანით მეტი მივიდა. მიზეზს რის გამოც ადგილობრივებმა იაქტიურეს სერგეი აფგარიანი ხსნის, ამბობს, რომ ქართული ოცნების კოორდინატორმა ნათესავის ხელით არჩევნების წინა დღეს 150 ლარი გაუგზავნა", — ვიგებთ ჩატარებული გამოძიებიდან.
საზღვრისპირა სოფელ სამებაშიც, ნინოწმინდის მეთხუთმეტე საარჩევნო უბანშიც, ანალოგიური ვითარებაა. საზღვრისპირა სოფელში, სადაც სპეციალური სიებით მესაზღვრეებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. 2021 წლის არჩევნებთან შედარებით ქართულმა ოცნებამ აქ თითქმის ორჯერ მეტი ხმა აიღო. ადგილობრივების თქმით, აქ თითო ხმა 200 ლარად იყიდებოდა.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები