ნინო ლომჯარია

2 Nov. 2024, 16:18

როგორც ჩანს ჩვენი ანგარიშების კითხვა დაგეზარათ.. 300 000 კაცი კი არ აყალბებდა, 1 აძლევდა ხმას 100 კაცის ნაცვლად. ომბუდსმენის ინსტიტუტის რეპუტაცია წლების განმავლობაში ადამიანების თავდადებაზე, ღირებულებების ერთგულებაზე და პროფესიულ სინდისზე იდგა და თქვენი თანამშრომლების შრომას მაინც ეცით პატივი. და კი, თქვენი მანდატი ფარავს საარჩევნო უფლებას (კონსტიტუციის 24-ე მუხლი), ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის დაცვა და ზედამხედველობა თქვენი მანდატია და კეთილი ინებეთ, კეთილსინდისიერად განახორციელეთ თქვენი კონსტიტუციური ვალდებულება.
p.s. თქვენთან ერთი განცხადებაც რომ არ არის შემოსული, იმას ნიშნავს, რომ არ გენდობიან. 

ასე პასუხობს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ლევან იოსელიანს და ურჩევს ტვ პირველის ჟურნალისტური გამოძიება ნახოს.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან მე-6 დღეს, იოსელიანმა პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ რთულია საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, რომ 350 ათასი ადამიანი "კარუსელებზე" ჩამოატარეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…