როგორ დაიწყო ბიომეღვინეობა რაჭაში — გაიცანით ღვინუკას დამფუძნებელი და ინდ. მეწარმე ზუკა მაისაშვილი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საუკუნოვანი ოჯახური ტრადიციის აღდგენასა და რაჭაში უნიკალური ღვინის წარმოებაზე ფიქრი ზუკა მაისაშვილმა სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო. ასე გაჩნდა "ღვინუკას" შექმნის იდეა, რომელიც ღვინოებს დღეს უკვე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის აწარმოებს. ამასთანავე, "ღვინუკა" პირველი ბიომეღვინეობაა რაჭაში, რომელიც რეგიონში ბიო ღვინოს აწარმოებს და ვაზის უნიკალური ჯიშების პოპულარიზაციასაც ხელს უწყობს. "ღვინუკას" ისტორიას უფრო დეტალურად ბრენდის დამფუძნებელი, ზუკა მაისაშვილი, გვიყვება:
ღვინუკას ისტორია 2018 წლიდან იწყება, როდესაც სკოლის დამთავრებისთანავე რაჭაში ყოფნისას გამიჩნდა იდეა, რომ ჩემი ოჯახის ტრადიცია აღმედგინა. ჩემს ოჯახს ღვინის წარმოებისა და დაყენების მიმართულებით ტრადიცია ჰქონდა, რომელიც სათავეს მე-19 საუკუნიდან იღებს და რომლის აღდგენაც გადავწყვიტე. ჩემს ღვინოებს დაარსების დღიდან აქვს კონკრეტული მიმართულება — შევქმნათ ბიო და მშრალი ღვინოები და რაჭული მეღვინეობა მომხმარებლებს ამ ნიშური მხრიდან დავანახოთ. 2021 წელს დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენი ბიო ვენახის სერტიფიცირება დავიწყეთ, 2024 წელს კი ვენახების სერტიფიცირება მოვახდინეთ. შედეგად, რაჭის რეგიონში გავხდით ერთ-ერთი პირველი მეღვინეობა, რომელსაც ბიო სერტიფიკატი აქვს მიღებული", — ამბობს ზუკა მაისაშვილი.
ბიზნესის ზომისა და სპეციფიკიდან გამომდინარე, ზუკა მაისაშვილის თქმით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ინდ.მეწარმის სტატუსით გაცილებით უფრო მოსახერხებელია. ამიტომ, ბიზნესის დაწყებისთანავე ზუკა მაისაშვილმა ინდ. მეწარმის სტატუსი მიიღო, შემდეგ კი საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელიც გახდა. დიდი ხანია, რაც ინდ.მეწარმეები საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკითა და ბიზნეს მობილბანკით სარგებლობენ. ეს ციფრული სერვისები მომხმარებლებს სხვა უპირატესობებთან ერთად ეფექტურ მომსახურებასა და საუკეთესო საბანკო გამოცდილებს სთავაზობს.
"საქართველოს ბანკი ინდ.მეწარმეებს სხვადასხვა ტიპის და შინაარსის ტრენინგებს მუდმივად სთავაზობს. ასევე, მნიშვნელოვანია შეთავაზებები პროექტების მიმართულებით, რომლებშიც როგორც უშუალოდ ბანკი, ისე სხვა დონორი ორგანიზაციებიც არის ჩართული. რთულია, თანამედროვე გარემოში ბიზნესმა ინტერნეტ თუ მობილბანკის გარეშე ოპერირება მოახერხოს. შესაბამისად, ინტერნეტ/მობილბანკს მეც ყოველდღიურად ვიყენებ, რითაც ბიზნესის მიმდინარე ტრანზაქციებს ვახორციელებ და კომუნალურებსაც ვიხდი", — აღნიშნა ზუკა მაისაშვილმა.
საქართველოს ბანკმა ინდ.მეწარმეებისთვის ქვეყანაში პირველი გათამაშება დაიწყო, რომლის გამარჯვებულებსაც 50 000, 30 000 და 20 000 ლარის მიღების შესაძლებლობა აქვთ. საქართველოს ბანკის მომხმარებლები, რომლებსაც მიკრო ან მცირე მეწარმის სტატუსი აქვთ, გათამაშებაში მონაწილეობას ავტომატურად იღებენ. გათამაშების ბილეთები ბიზნეს ინტერნეტ/მობილბანკში ტრანზაქციების შესრულებისას გროვდება. გათამაშება სამ ეტაპად ჩატარდება და 13 დეკემბრამდე გაგრძელდება. თითოეულ ეტაპზე 50, 100, 200, 500-ლარიანი პრიზები გათამაშდება, ხოლო ფინალში გამარჯვებული ინდ. მეწარმეები 50 000, 30 000 და 20 000 ლარს მოიგებენ.
"ინდ.მეწარმეების გათამაშებაში რომ გავიმარჯვო, თანხას რაჭაში ბიომეღვინეობების განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე მათ პოპულარიზაციას მოვახმარ. ჩემი გეგმაა, რომ ჩვენი წარმოების მაჩვენებლები 3-ჯერ გაიზარდოს და ავაშენოთ ღვინის ახალი საწარმო, სადაც სადეგუსტაციო სივრცის მოწყობასაც შევძლებთ. ასეთი საწარმო ტურისტების მოზიდვასა და ჩვენი ღვინის პოპულარიზებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება", — ამბობს ზუკა მაისაშვილი.
გათამაშებაში ავტომატურად ერთვება ყველა ინდ.მეწარმე, რომელიც საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელია. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში. გათამაშების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქ ნახავთ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები