PHR: სახელმწიფოს შშმ ბავშვისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 12 000 ლარის გადახდა დაეკისრა
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ცნობით, 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და სახელმწიფო დაწესებულებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლ.ღ–სთვის სერვისის მიწოდებაზე უარის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურება, 12 000 ლარის გადახდა დააკისრა.
ორგანიზაციის ცნობით, ლ.ღ-ს სჭირდებოდა პერსონალური ასისტენტის მომსახურება, მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ინფორმირებული იყო ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქცევის სირთულისა და პერსონალური ასისტენტის გადაუდებლად დანიშვნის საჭიროების შესახებ. სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე უარის გამო ლ.ღ-ს თვეების გატარება უწევდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც ის ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ლ.ღ. ქცევის სირთულის გამო, ასევე, ვერ იღებდა განათლებას და ვერც სახელმწიფოში არსებული სხვა სერვისებით სარგებლობდა.
"ლ.ღ. არ საჭიროებდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობას. მისი ფსიქიატრიულში მოთავსება გამოწვეული იყო მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში არ არსებობდა მის საჭიროებაზე მორგებული სერვისი. სახელმწიფო ორგანოების მიმართ ლ.ღ-ს არაერთი მოთხოვნა პერსონალური ასისტენტის სერვისის შექმნის თაობაზე უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც ორგანიზაციამ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბინაზე მოვლის ქვე-პროგრამაში პერსონალური ასისტენტის პროგრამის შექმნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 28 სექტემბერს სახელმწიფოს დაუყოვნებლივ დაავალა აღნიშნული პროგრამის შექმნა და ლ.ღ-ს საჭიროებების დაკმაყოფილება. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ვალდებული გახდა ლ.ღ–სთვის დღე-ღამეში 12 საათის განმავლობაში გაეწია ასისტენტების მომსახურება.
დღეს კი, ოთხწლიანი განხილვების შემდეგ, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის ძირითადი მოთხოვნა და სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის არ არსებობა და შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე უარი, შეაფასა როგორც სახელმწიფოს უმოქმედობა, რამაც გამოიწვია ლ.ღ-ს უფლებების დარღვევა წლების განმავლობაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უმოქმედობის გამო დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 12 000 ლარის ოდენობით", — ამბობს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოს სხვა მსგავს შემთხვევებში აღარ ექნება საშუალება ფინანსების არარსებობით გაამართლოს ბავშვებისთვის ისეთი სერვისების შექმნაზე უარი, რაც შედეგად ბავშვების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები