ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

10 Oct. 2024, 13:44

"ბრიფინგი კარგად ასახავს, როგორი გამწარებულია მამუკა მდინარაძე და მთელი ქართული ოცნება იმით, რომ ძლიერმა საქართველომ მათ საქართველოს წინააღმდეგ სქემა ჩამოვუშალეთ, რომელსაც ქართული ოცნება 12 წლის განმავლობაში იყენებდა. ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი 12 წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ ქართული პოლიტიკური ველი ყოფილიყო ორპოლუსიანი, მკვეთრად პოლარიზებული და ქართველ ხალხს ორადორი არჩევანი ჰქონოდა — ან ქართული ოცნება, ან ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებულმა 5-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მათ მიერ შექმნილი ეს სქემა ჩამოვშალეთ და საქართველოს მოქალაქეებს რეალურ შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ არჩევნებში აირჩიონ წარსულის ნამდვილი, რეალური ალტერნატივა „ძლიერი საქართველოს“ სახით. ძალა, რომელიც ორიენტირებულია ამ ქვეყნის მომავალზე და არა წარსულზე, ამიტომაც გამწარებულები და პანიკაში არიან. მათ დაკარგეს პროცესზე კონტროლი.

მამუკა მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი და ის "კაგებეს" პარანოიდულ მითს იმეორებს იმის შესახებ, თითქოს დასავლეთი საქართველოში ოპოზიციას აკონტროლებს. მათ თავადაც კარგად იციან, რომ ეს არის "კაგებეს" მიერ შეთხზული ტყუილი. რაც სიმართლეა და რაც ქართულ ოცნებას ძალიან აშფოთებს არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხის ნებას ძლიერი საქართველო და ოპოზიცია გამოხატავს, ხოლო ქართულ ოცნებას ხალხის აღარც ნდობა და აღარც ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ამიტომაც პანიკაში არიან", — განაცხადა ნაცვლიშვილმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
  2. ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
  3. EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
  4. "ტვ პირველი": გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
  5. ოქტოპუსი: თუ "ტვ იმედი" და გია აბაშიძე ცილისწამებისთვის ბოდიშს არ მოიხდიან, სასამართლოში ვუჩივლებთ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ