ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

9 Oct. 2024, 15:44

"მე მინდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიულ სირცხვილს გამოვეხმაურო. დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსეთის მსახური ხელისუფლების გზა გააგრძელა და იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც ვერ გაბედეს საქართველოს კონსტიტუცია დაეცვათ, თავისი თავი 84 რუსი დეპუტატის სიას მიამატეს, რომლებმაც რუსულ კანონს ხელი მოაწერეს. ეს არის სამარცხვინო ფურცელი ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართალწარმოების ისტორიაში, მაგრამ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ სამარცხვინო ფურცელს ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადაწერს და გამარჯვებად გადააქცევს. საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ვერ და არ დაიცვა და ამით უარი უთხრა საქართველოს ათიათასობით მოქალაქეს და კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ურყევ ნებას, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროკავშირში. ამიტომ როდესაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლება და ახლა უკვე სასამართლო ხელისუფლება, ქვეყნის კონსტიტუციას არ და ვერ იცავს, კონსტიტუციის დაცვის უფლებაც და ვალდებულებაც მოქალაქეებს ეკუთვნით. დიახ, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზგასმით და საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ ერთადერთი ვის ხელშიც ახლა არის საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა, ეს არიან საქართველოს მოქალაქეები და ეს დღე ძალიან მალე 26 ოქტომბერს დადგება. ვწუხვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სამარცხვინო გაუბედაობა გამოიჩინა, მაგრამ მახარებს, რომ ამ ვითარებაშიც კი გამოჩნდნენ გამონაკლისი მოსამართლეები, რომლებმაც კონსტიტუციის დაცვის გადაწყვეტილება მიიღეს". 

ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…