ვერა იუროვა

ვერა იუროვა

8 Oct. 2024, 19:57

"26 ოქტომბერს 3 მილიონზე მეტი ქართველი ახალი პარლამენტის ასარჩევად მისცემს ხმას. ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია. ის ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.

გასულ დეკემბერს, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეს ძლიერი სტიმული იქნებოდა მთავრობისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად. ამის ნაცვლად, ბოლო თვეებში მმართველი ოფიციალური პირები გამოვიდნენ კანონების წინადადებებით, რომლებმაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს. მიუხედავად მასობრივი პროტესტებისა, უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, ხელახლა იქნა წარდგენილი და მიღებული.

სხვა წინადადებები, რომლებიც LGBT საზოგადოების სტიგმატიზებას ახდენს და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ასუსტებს, ასევე წინ იქნა წაწეული. ამავდროულად, ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა უფრო ხმამაღალი გახდა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის პროკურატურას აფგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას სთხოვს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა აფგან სადიგოვის უკანონო დაკავების საქმეზე…